ოლაფ შოლცი - ჩემმა მეგობარმა ჯო ბაიდენმა ბევრს მიაღწია თავისი ქვეყნისთვის და მთელი მსოფლიოსთვის - მისი გადაწყვეტილება, არ წამოაყენოს საკუთარი კანდიდატურა, აღიარებას იმსახურებს

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანალენა ბერბოკის განცხადებით, ჯო ბაიდენის გადაწყვეტილებამ, გვერდზე გამდგარიყო, აჩვენა, რომ მზადაა თავისი ქვეყნის ინტერესები საკუთარზე მაღლა დააყენოს.

„დიდ პატივს ვცემ აშშ-ის პრეზიდენტის გადაწყვეტილებას. ბაიდენმა ასევე წარმოუდგენლად ბევრი გააკეთა ტრანსატლანტიკური ურთიერთობებისთვის და არა მხოლოდ მისი პრეზიდენტობის პერიოდში“, - აღნიშნა ბერბოკმა.

მანამდე, ჯო ბაიდენის გადაწყვეტილებას გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლციც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ბაიდენის მიერ კანდიდატურის მოხსნა აღიარებას იმსახურებს.

„ჩემმა მეგობარმა ჯო ბაიდენმა ბევრს მიაღწია: თავისი ქვეყნისთვის, ევროპისთვის, მთელი მსოფლიოსთვის. მისი წყალობით, ტრანსატლანტიკური თანამშრომლობა მჭიდროა, ნატო ძლიერია, შეერთებული შტატები კი ჩვენთვის კარგი და საიმედო პარტნიორია. მისი გადაწყვეტილება არ წამოაყენოს საკუთარი კანდიდატურა, აღიარებას იმსახურებს“, - დაწერა გერმანიის კანცლერმა X-ზე.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს