ირაკლი კობახიძე - ბიძინა ივანიშვილმა 2 მილიარდი დოლარი მიანდო შვეიცარიულ ბანკს, რომელიც სად არის, კარგად მოგეხსენებათ, ასეთ პირობებში რადიკალური ოპოზიციის მხრიდან ივანიშვილის თანხებზე სპეკულირება, სამარცხვინოა

ბიძინა ივანიშვილის თანხებთან დაკავშირებით რადიკალური ოპოზიციის მხრიდან სპეკულირება სამარცხვინოა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ბიძინა ივანიშვილის გეგმები და ინიციატივები საყოველთაოდ ცნობილია.

ბიძინა ივანიშვილის გეგმები არის საყოველთაოდ ცნობილი, მას აქვს კონკრეტული ინიციატივები, რაზეც ყოველთვის საჯაროდ საუბრობს ხოლმე საზოგადოების წინაშე. ერთი მთავარი რამ მინდა, გაგახსენოთ, მან 2 მილიარდი დოლარი მიანდო შვეიცარიულ ბანკს და ეს 2 მილიარდი სადაც არის, კარგად მოგეხსენებათ. ასეთ პირობებში სპეკულირება ბიძინა ივანიშვილის თანხებთან დაკავშირებით არის სამარცხვინო რადიკალური ოპოზიციის მხრიდან“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება