შოთა შალელაშვილი - კარგად დაგეგმილი პროვოკაცია ნანა ლეჟავას მეშვეობით განახორციელეს - მიზანი იყო ჩემი უმწიკვლო პოლიტიკური რეპუტაციისთვის ზიანი მიეყენებინათ

„თაობები საქართველოსთვის“ თავმჯდომარე, შოთა შალელაშვილი TV 24-ში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება.

შოთა შალელაშვილის მიმართვას „თაობები საქართველოსთვის“ ავრცელებს.

„იმისთვის, რომ ტვ24- თან დაკავშირებით, რომელიც ჩემი ოჯახის საკუთრებაა, მინდა ნათელი მოვფინო ჩვენ მონაწილეობას ტელევიზიაში მომხდარი გაუგებრობასთან დაკავშირებით, რასაც ქალბატონი ნანა ლეჟავა თაღლითობას უწოდებს და უშვერი სიტყვებით ილანძღება.

დასაწყისთათვის მინდა გითხრათ, იმიტომ რომ, ეს იყო აბსოლუტურად დამოუკიდებელი ტელევიზია. სამუშაო პროცესის დაწყებიდან ქალბატონ ნანასთან არავითარი შეხება არ მქონია და ბუნებაშიც არ არსებობს არცერთი შემთხვევა, რომ რაიმე ფორმით ჩარეული ვიყავით მის მართვაში, და ის რომ ხელფასები არ გადაუხადეს არის ურცხვი ცილისწამება, პირიქით, ბიუჯეტით გათვალისწინებულის ნაცვლად, მეტი მიიღეს.

ჩვენმა ოჯახმა როდესაც შეიძინა TV24-ის ლიცენზია, გადაწყვეტილი ჰქონდა არჩევნების შემდეგ დაეწყო მაუწყებლობა იმიტომ, რომ ძალიან დიდი ყურადღება და დრო ჭირდებოდა ტელევიზიის შექმნასა და მის ეთერში გასვლას, რაც ფიზიკურად ჩვენ არ შეგვეძლო.

ჩემი მეგობარი და პოლიტიკურ პარტნიორმა სანდრო თოფურიამ - რომელსაც აგრეთვე ქალბატონი ნანა ათასგვარ ცილს სწამებს - მითხრა, რომ ქალბატონი ნანა ლეჟავა გაიცნო და ის ჩაუდგებოდა ტელევიზიას სათავეში, რაზედაც ჩემმა მეუღლემ თანხმობა მისცა. ქალბატონ ნანასთან არავითარი მოლაპარაკება არც კომერციულ, არც არხის რედაქციის პოლიტიკაზე არავითარი მონაწილეობა ჩვენ არ მიგვიღია, ჩვენ ქალბატონ ნანას და სანდროს განვუცხადეთ რომ ვაშენებდით დაბალბიუჯეტიან ტელევიზიას და მოვუნიშნეთ ტელევიზიის ბიუჯეტი და თანამშრომლების რაოდენობის რიცხვი.

აქედან მოყოლებული, ჩვენ ტელევიზიასთან დაკავშირებით არავითარი კონტაქტი და ურთიერთობები აღარ გაგვაჩნდა, გარდა იმ გამონაკლისისა, როდესაც სანდროს წარუდგენდნენ ბიუჯეტით გაუთვალისწინებელ ხარჯებს, რასაც, რა თქმა უნდა, ჩვენ არ ვთანხმდებოდით.

ტელევიზიის ეთერში გაშვებიდან ოცი დღის თავზე ქალბატონმა ნანამ და კოლექტივმა შეწყვიტეს მაუწყებლობა ყოველგვარი მიზეზის გარეშე.

ჩვენ ამ ყველაფერს ვაფასებთ ჩვენი ოჯახის წინააღმდეგ კარგად დაგეგმილ პროვოკაციად, რომელიც ქალბატონი ნანას მეშვეობით განახორციელეს, რომლის მიზანიც იყო პოლიტიკური ზიანი მიეყენებინა ჩემი უმწიკვლო რეპუტაციისთვის.

რაც შეეხება კონფლიქტის მიზეზს თუ საიდან რა და როგორ დაიწყო, ორივე მხარის მოსმენის შემდეგ, ვთვლი, რომ სრული თავისუფლებისათვის და ტელევიზიის მართვის სადავეების ჩაგდების მიზნით, გადაწყვიტეს სანდროს ჩამოშორება, რაზედაც, რა თქმა უნდა. ჩვენ არ დავეთანხმეთ, სანდროს რეკომენდაციით მოყვანილ ხალხს, სანდროსვე მოშორება უნდოდათ, ამიტომ ჩვენ ვერავითარ შემთხვევაში ამ კოლექტივის იმედზე ვერ დავრჩებოდით სანდროს გარეშე. მქონდა მცდელობა, რომ გაუგებრობა გადამელახა და დამესვა ორივე მხარე მოლაპარაკებების მაგიდასთან, ყველაფერი გამეკეთებინა, რომ ტელევიზია არ გამორთულიყო, მაგრამ ქალბატონმა ნანამ კატეგორიულად არ მოისურვა არაფრის მოსმენა, საიდანაც მე დასკვნა გამომაქვს, რომ მას დაავალეს ქვეყანაში ერთადერთი ობიექტური ტელევიზია, რომელიც არავითარ დავალებებს არ იღებდა მეპატრონისგან, არ ყოფილიყო ეთერში.

P.S. ბატონ სანდრო თოფურია თუ ჩათვლის, რომ ისაუბროს ქალბატონ ნანასთან კონფლიქტის მიზეზებზე, დარწმუნებული ვარ, ის მას გააკეთებს ისეთი ფორმით, როგორიც მის ადამიანობას შეეფერება. მისი ზრდილობა და აღზრდა, შეაძლებინებს მას იყოს კორექტული მიზეზებზე საუბრის დროს, როგორი მძიმეც არ უნდა იყოს ეს მისთვის“, - აღნიშნავს „თაობები საქართველოსთვის“ თავმჯდომარე, შოთა შალელაშვილი.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება