დიმიტრი პესკოვი - კამალა ჰარისის განცხადებები ჩვენი ქვეყნის მიმართ საკმაოდ არამეგობრული რიტორიკით იყო სავსე

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის, კამალა ჰარისის განცხადებები რუსეთთან მიმართებაში არამეგობრული იყო, - ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

„იყო განცხადებები, რომლებიც სავსე იყო ჩვენი ქვეყნის მიმართ საკმაოდ არამეგობრული რიტორიკით. ორმხრივ ურთიერთობებში მისი სხვა ქმედება, არც პლუსის, არც მინუსის ნიშნით, ჯერჯერობით არ დაგვიფიქსირებია“, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, როდესაც უპასუხა ჟურნალისტების კითხვას, როგორ აფასებს კრემლი ჰარისის კანდიდატურას რუსეთ-ამერიკის ურთიერთობების კონტექსტში.

პესკოვმა დასძინა, რომ ახლა კრემლი ასეთ შეფასებას ვერ გააკეთებს, რადგან მისი წვლილი ორმხრივ ურთიერთობებში აქამდე შესამჩნევი არ ყოფილა.

ამასთან, მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ საუბარია საარჩევნო კამპანიაზე მსოფლიოს ერთ-ერთ უდიდეს ქვეყანაში, ეს არ შეიძლება კრემლის დღის წესრიგის პრიორიტეტული თემა იყოს.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე