უკრაინა დასავლელი მოკავშირეებისგან კიდევ 100 000 საარტილერიო ჭურვს მიიღებს

უკრაინა დასავლელი მოკავშირეებისგან, ჩეხეთის ინიციატივის ფარგლებში, კიდევ 100 000 საარტილერიო ჭურვს მიიღებს, - ინფორმაციას უკრაინული მედია ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრ იან ლიპავსკიზე დაყრდნობით ავრცელებს.

მინისტრის ინფორმაციით, მიწოდება უახლოეს ორ თვეშია მოსალოდნელი.

„ივლისისა და აგვისტოს განმავლობაში ჩვენ კიდევ 100 000 საბრძოლო მასალას გავგზავნით. ახლა ვეძებთ თანხებს კიდევ უფრო მეტი საბრძოლო მასალის შესაძენად, რათა ინიციატივის გაგრძელება 2025 წელსაც იყოს შესაძლებელი“, - აღნიშნა ლიპავსკიმ.

ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელის თქმით, ინიციატივას 18 ქვეყანა შეუერთდა, მათგან 15-მა უკვე შეასრულა ვალდებულებები და შეიტანა წვლილი, რაც იმას ნიშნავს, რომ საკმარისი თანხა არსებობს იმისთვის, რომ 2024 წლის ბოლომდე უკრაინის შეიარაღებულ ძალებს 500 000 საბრძოლო მასალა მიაწოდონ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს