თეონა აქუბარდია - აბსოლუტურად ზედაპირული და ხელოვნურია ის სიხარული, რომ თუ ტრამპი გაიმარჯვებს აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებში, „ქართული ოცნება“ გადარჩება - ეს არის ბოდვა და მორიგი მანიპულაცია

აბსოლუტურად ზედაპირული და ხელოვნურია ის სიხარული, რომ თუ [დონალდ] ტრამპი გაიმარჯვებს [აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებში], „ქართული ოცნება“ გადარჩება. ეს არის ბოდვა და მორიგი მანიპულაცია, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თეონა აქუბარდიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

დეპუტატის განმარტებით, ვინც არ უნდა გაიმარჯვოს საპრეზიდენტო არჩევნებში, აშშ-ს „ინსტიტუციური დამოკიდებულება“ გაგრძელდება, როგორც რუსეთთან, ისე დემოკრატიასთან მიმართებით.

„საქართველოსთვის მნიშვნელობა არ აქვს ტრამპს აირჩევს ამერიკელი ხალხი თუ დემოკრატების ლიდერს. ერთი მხრივ, გვახსოვს ტრამპის პრეზიდენტობაც, ისევე როგორც „ქართული ოცნების“ კრიტიკა ამ პერიოდში. იმავდროულად, ვიცით, ტრამპის დამოკიდებულება, განსაკუთრებით, ჩინეთთან მიმართებით, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ მთავარ სტრატეგიულ პარტნიორად გაიხადა და აშშ ჩაანაცვლა. ამიტომ, აბსოლუტურად ზედაპირული და ხელოვნურია ის სიხარული, რომ თუ ტრამპი გაიმარჯვებს, „ქართული ოცნება“ გადარჩება. ეს არის ბოდვა და მორიგი მანიპულაცია. ამიტომ, ვინც არ უნდა გაიმარჯვოს შეერთებულ შტატებში საპრეზიდენტო პოსტზე, მნიშვნელოვანი გაგრძელება იქნება იმ ინსტიტუციური დამოკიდებულების, რომელიც რუსეთთან დაკავშირებით არსებობს, ისევე როგორც, დემოკრატიასთან დაკავშირებით. დემოკრატიის ხაზს „ქართულმა ოცნებამ“ რომ გადაუხვია, ამიტომაც არის ურთიერთობები გადახედილი და ამიტომაც არის დაკეტილი კარი ნატო-სა და ევროკავშირში“,- განაცხადა თეონა აქუბარდიამ.

ვიტალი ბალა - უკრაინა ახლა პოლიტიკური კრიზისის ზღუბლზეა, იმედი მაქვს, ის პრობლემები, რომელიც უკრაინის უმაღლეს ეშელონებშია, გავლენას არ იქონიებს რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე  ომზე
ქართული პრესის მიმოხილვა 16.07.2026
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
წინანდლის ფესტივალს „სილქნეტი“ მერვედ წარადგენს