მაია ომიაძე - The National Geographic-თან გასტრონომიული მიმართულებით წელს პირველად ვცადეთ ასეთი კონცენტრირებული კამპანია, რომელიც აუცილებლად გაგრძელდება და წარმატებული იქნება

საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ დიდ ბრიტანეთში, ლონდონში, The National Geographic Traveller Food Festival-ში, პირველად მიიღო მონაწილეობა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

ფესტივალში საქართველოს მონაწილეობის მნიშვნელობაზე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე საუბრობს.

ორი დღის განმავლობაში, The National Geographic Traveller Food Festival-ში, ქართულ კერძებსა და ღვინოს გაეცნენ. საქართველოს წარადგენდნენ ქართველი შეფ-მზარეულები: თეკუნა გაჩეჩილაძე და გურამ ბაღდოშვილი. ისინი ორი დღის განმავლობაში, როგორც მთავარ სცენაზე, ასევე ეროვნულ სტენდზე ქვეყნის გასტრონომიული კულტურის, ისტორიისა და ავთენტური განსხვავებული კერძების შესახებ პრეზენტაციას აწყობდნენ. მართავდნენ დეგუსტაციასა და მასტერკლასებს. ღვინის ეროვნულ სააგენტოსთან ერთად, ღვინის ეროვნულ თეატრში, ღვინის სცენაზე მოეწყო ქართული ღვინის 8000 წლოვანი ღვინის პრეზენტაცია და დეგუსტაცია. ღონისძიებას ორივე დღის განმავლობაში, დაახლოებით, 15000-მდე ადამიანი სტუმრობდა. ქართული სტენდი იმდენად კარგ ლოკაციაზე იყო, აუცილებლად, პირველ რიგში, საქართველოს სტენდთან მოხვდებოდი და აღფრთოვანების გარეშე ვერ დატოვებდი“, - განაცხადა მაია ომიაძემ.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თქმით, დიდი ბრიტანეთი საქართველოსთვის ერთ-ერთი სტრატეგიული ტურისტული ქვეყანაა და The National Geographic -თან ბრიტანულ ბაზარზე თანამშრომლობა გაგრძელდება.

„მრავალი წელია The National Geographic-თან ერთად მარკეტინგული კამპანიები გვაქვს, თუმცა გასტრონომიული მიმართულებით წელს პირველად ვცადეთ ასეთი კონცენტრირებული კამპანია, რომელიც აუცილებლად გაგრძელდება და ვფიქრობთ, რომ ძალიან წარმატებული იქნება, რადგან The National Geographic მაღალი რეპუტაციის მქონე პლატფორმაა. ჩვენ ვცდილობთ საქართველოს პოპულარიზაციას, როგორც დანიშნულების ადგილის, სადაც შეიძლება განსაკუთრებული, განსხვავებული და ავთენტური თავგადასავალი მიიღო“, - აღნიშნა მაია ომიაძემ.

ტურიზმის ადმინისტრაციის ინფორმაციით, The National Geographic Traveller Food Festival-ში 50-მდე ორგანიზაცია და კომპანია, 60-მდე შეფი, სპიკერი და ავტორი მონაწილეობდა მთელი მსოფლიოდან. ფესტივალს ათასობით სტუმარი ჰყავდა.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
არმაზ ახვლედიანი - „ქართულმა ოცნებამ“ ისეთ დღეში ჩაიგდო თავი, რომ იმ უიშვიათეს შემთხვევაშიც კი, როცა ის შესაძლოა, მართალიცაა, მისი აღარავის სჯერა
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო