მაია ომიაძე - The National Geographic-თან გასტრონომიული მიმართულებით წელს პირველად ვცადეთ ასეთი კონცენტრირებული კამპანია, რომელიც აუცილებლად გაგრძელდება და წარმატებული იქნება

საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ დიდ ბრიტანეთში, ლონდონში, The National Geographic Traveller Food Festival-ში, პირველად მიიღო მონაწილეობა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

ფესტივალში საქართველოს მონაწილეობის მნიშვნელობაზე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე საუბრობს.

„ორი დღის განმავლობაში, The National Geographic Traveller Food Festival-ში, ქართულ კერძებსა და ღვინოს გაეცნენ. საქართველოს წარადგენდნენ ქართველი შეფ-მზარეულები: თეკუნა გაჩეჩილაძე და გურამ ბაღდოშვილი. ისინი ორი დღის განმავლობაში, როგორც მთავარ სცენაზე, ასევე ეროვნულ სტენდზე ქვეყნის გასტრონომიული კულტურის, ისტორიისა და ავთენტური განსხვავებული კერძების შესახებ პრეზენტაციას აწყობდნენ. მართავდნენ დეგუსტაციასა და მასტერკლასებს. ღვინის ეროვნულ სააგენტოსთან ერთად, ღვინის ეროვნულ თეატრში, ღვინის სცენაზე მოეწყო ქართული ღვინის 8000 წლოვანი ღვინის პრეზენტაცია და დეგუსტაცია. ღონისძიებას ორივე დღის განმავლობაში, დაახლოებით, 15000-მდე ადამიანი სტუმრობდა. ქართული სტენდი იმდენად კარგ ლოკაციაზე იყო, აუცილებლად, პირველ რიგში, საქართველოს სტენდთან მოხვდებოდი და აღფრთოვანების გარეშე ვერ დატოვებდი“, - განაცხადა მაია ომიაძემ.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თქმით, დიდი ბრიტანეთი საქართველოსთვის ერთ-ერთი სტრატეგიული ტურისტული ქვეყანაა და The National Geographic -თან ბრიტანულ ბაზარზე თანამშრომლობა გაგრძელდება.

„მრავალი წელია The National Geographic-თან ერთად მარკეტინგული კამპანიები გვაქვს, თუმცა გასტრონომიული მიმართულებით წელს პირველად ვცადეთ ასეთი კონცენტრირებული კამპანია, რომელიც აუცილებლად გაგრძელდება და ვფიქრობთ, რომ ძალიან წარმატებული იქნება, რადგან The National Geographic მაღალი რეპუტაციის მქონე პლატფორმაა. ჩვენ ვცდილობთ საქართველოს პოპულარიზაციას, როგორც დანიშნულების ადგილის, სადაც შეიძლება განსაკუთრებული, განსხვავებული და ავთენტური თავგადასავალი მიიღო“, - აღნიშნა მაია ომიაძემ.

ტურიზმის ადმინისტრაციის ინფორმაციით, The National Geographic Traveller Food Festival-ში 50-მდე ორგანიზაცია და კომპანია, 60-მდე შეფი, სპიკერი და ავტორი მონაწილეობდა მთელი მსოფლიოდან. ფესტივალს ათასობით სტუმარი ჰყავდა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის