შემოსავლების სამსახური - დისტანციური და ელექტრონული სერვისების მოხმარების საერთო მაჩვენებელი 90%-ზე მეტია

2024 წლის, 7 თვის მონაცემების მიხედვით, მოქალაქეთა მომსახურების სერვისცენტრებში ვიზიტორთა რაოდენობამ 152 136 შეადგინა, რაც წინა 2 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 38 %-ით ნაკლებია.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

მათი ცნობით, ელექტრონული მომსახურების ფართო ხელმისაწვდომობის შედეგია, სერვისცენტრებში ვიზიტორთა რაოდენობის შემცირება და ელექტრონული სერვისების მოხმარების საერთო მაჩვენებლის 90%-ზე მეტი ნიშნულის მიღწევა.

„2024 წლის მაისის თვიდან, ,,RS ჩათის“ ფარგლებში ამოქმედდა ციფრული ასისტენტი ,,RS-ბოტი“, რომელიც წინასწარ დაიდენტიფიცირებულ/შერჩეულ საკითხებზე შემოსავლების სამსახურის ვებგვერდის www.rs.ge მომხმარებლებს აწვდის ინფორმაციას საგადასახადო/ საბაჟო კანონმდებლობასთან და პროცედურულ საკითხებთან დაკავშირებით, ქართულ და ინგლისურ ენებზე. ,,RS-ბოტი“ მომხმარებლებთან, ასევე აგზავნის კითხვის თემებთან დაკავშირებულ შესაბამის ბმულებს. 2022 და 2023 წლების 6 თვის მონაცემებთან შედარებით ,,RS ჩათის“ სესიებზე რეაგირების წილი საკმაოდ მზარდია და 2024 წლის II კვარტლის მდგომარეობით 97 პროცენტულ მაჩვენებელს შეადგენს“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, ავტორიზებული მომხმარებლის გვერდიდან რეგისტრაციის შემთხვევაში, პირი გათავისუფლებულია გარკვეული საფასურის გადასახადისგან, ხოლო რიგ მომსახურებაზე მომხმარებელი განახევრებულ საფასურს იხდის.

„შემოსავლების სამსახურთან კომუნიკაციის მიზნით, დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ, საინფორმაციო სატელეფონო ცენტრს - 2 299 299 (ორშაბათიდან- პარასკევის ჩათვლით 09:00 საათიდან -18:00 საათამდე), ასევე ისარგებლოთ - ციფრული ასისტენტის, ,,RS ჩათის“, ჭკვიანი ,,RS ბოტი“ და ,,ვიდეო ზარი“ მომსახურებით ან დისტანციურ რეჟიმში, ისარგებლოთ შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე www.rs.ge არსებული 500-მდე ელექტრონული სერვისით.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიციას აუცილებლად უნდა ჰყავდეს მკვეთრად გამოხატული ერთი ლიდერი და ეს ლიდერი პოლიტიკაში შედარებით ახალი ფიგურა უნდა იყოს - სუფთა ხელებით, შეულახავი რეპუტაციით
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
WhiteBIT საქართველომ, ეროვნული ბანკისგან ბროკერის ლიცენზია მოიპოვა
„მეტროპოლ ლისი“ - ცხოვრება, როგორც დასვენება და სახლი, რომელიც ბუნებასთან ახლოს ჩაიფიქრე
„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
„მაკდონალდს საქართველომ“ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
#აჩუქეწიგნი, ჩაერთე კამპანიაში და იპოვე შენთვის საყვარელი ადამიანის მიერ დაწერილი პერსონალური წერილი „ბიბლუსის“ მაღაზიებში