პაატა დავითაია - კონსტიტუციით გაწერილია უფლებამოსილებების გადანაწილება ხელისუფლების  შტოებს შორის, მისი დარღვევა აზიანებს  დემოკრატიულ პროცესს  და სახელმწიფოს იმიჯს

„კატეგორიულად მიუღებელია სასამართლო ხელისუფლების ჩარევა პრეზიდენტის კონსტიტუციურ უფლებამოსილებაში. ეს არის უპრეცედენტო ფაქტი, რომელიც აზიანებს დემოკრატიულ პროცესს და სახელმწიფოს იმიჯს, - ამის შესახებ პარტია „ევროპელი დემოკრატების“ თავმჯდომარემ პაატა დავითაიამ განაცხადა.

დავითაია „ევროპელი დემოკრატების“ სახელით მოუწოდებს სასამართლო ხელისუფლებას, შეაჩეროს ანტიკონსტიტუციური ქმედება.

„სასამართლო სისტემამ გამოიყენა მექანიზმი, რომელიც პირდაპირ ასახავს სასამართლო ხელისუფლების ჩარევას პრეზიდენტის ინსტიტუტის საქმიანობაში. პრეზიდენტის მიერ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში წარმომადგენლის დანიშვნის შეჩერება არის უხეში ჩარევა პრეზიდენტის კონსტიტუციურ უფლებამოსილებაში და კონსტიტუციის დარღვევა.

საქართველოს კონსტიტუციით გაწერილია უფლებამოსილებების გადანაწილება ხელისუფლების სხვადასხვა შტოებს შორის. უფლებამოსილებების აღრევა აზიანებს დემოკრატიულ პროცესს და ქვეყნის ევროპულ გზას. კატეგორიულად მიუღებელია ასეთი მიდგომა, ჩარევა პრეზიდენტის ინსტიტუტის საქმიანობაში. მოვუწოდებთ სასამართლო ხელისუფლებას შეაჩეროს ანტიკონსტიტუციური ქმედება“, - ნათქვამია პარტია „ევროპელი დემოკრატების“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება