ანა წითლიძე - რუსულ კანონთან დაკავშირებით ყველანაირი სამართლებრივი გზა უნდა იქნეს გამოყენებული - უნდა გვესმოდეს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ გზა იქნება სტრასბურგში

მიუხედავად საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებში არსებული კითხვის ნიშნებისა, რუსულ კანონთან დაკავშირებით ყველანაირი სამართლებრივი გზა უნდა იქნეს გამოყენებული, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა ანა წითლიძემ განაცხადა.

წითლიძის თქმით, საკონსტიტუციო სასამართლოში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე სარჩელის შეტანა იქნება კიდევ ერთი სამართლებრივი გზა, რათა აღნიშნული კანონი შეჩერდეს და გაუქმდეს.

„რა გადაწყვეტილებასაც მიიღებს საკონსტიტუციო სასამართლო რუსულ კანონთან დაკავშირებით, მაინც ნებისმიერი სამართლებრივი გზა, რომლის გამოყენების შესაძლებლობაც არსებობს, აუცილებლად უნდა იქნეს გამოყენებული და შესაბამისად, ამ მხრივ მივესალმები ამ სარჩელსაც, რომელსაც აუცილებლად შევუერთდები მეც, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ იმსჯელოს რუსულ კანონზე. როგორი შეიძლება იყოს მოლოდინი ქვეყანაში, სადაც არის ოლიგარქიული მმართველობა და სადაც ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი სწორედ ოლიგარქიული მმართველობის დაქვემდებარებაშია, მითუმეტეს საკონსტიტუციო სასამართლო, რომლის გადაწყვეტილებაზეც ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი არსებობს. მიუხედავად ამისა, საკონსტიტუციო სასამართლოში რუსულ კანონზე სარჩელის შეტანა იქნება კიდევ ერთი სამართლებრივი გზა, რომ ჩვენ მოვახერხოთ რუსული კანონის შეჩერება და გაუქმება. ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ გზა იქნება სტრასბურგში”,- განაცხადა ანა წითლიძემ.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე