კამალა ჰარისი - თანამედროვე ისტორიაში ჯო ბაიდენის მიღწევები შეუდარებელია

თანამედროვე ისტორიაში ჯო ბაიდენის მიღწევები შეუდარებელია, - ამის შესახებ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, კამალა ჰარისმა პირველი საჯარო გამოსვლისას თქვა, მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა გამოაცხადა, რომ ნოემბერში მეორე ვადით კენჭს არ იყრის.

„ბოლო სამი წლის განმავლობაში ჯო ბაიდენის მიღწევები თანამედროვე ისტორიაში შეუდარებელია. ერთ ვადაში, მან იმ პრეზიდენტების მემკვიდრეობას გადააჭარბა, რომლებმაც ორი ვადის განმავლობაში იმსახურეს. პირველად ჯო ბაიდენი მისი შვილის, ბოს მეშვეობით გავიცანი. მაშინ ჩვენს შტატებში გენერალურ პროკურორებად ვმუშაობდით და ბო მამის შესახებ ისტორიებს ხშირად მიყვებოდა. ის მიყვებოდა იმის შესახებ, თუ როგორი მამა და როგორი ადამიანია ჯო ბაიდენი. თვისებები, რომლებსაც ბო პატივს სცემდა, ის თვისებებია, რომლებსაც მე ჩვენს პრეზიდენტში ყოველდღე ვხედავ, მისი პატიოსნება, მისი რწმენისა და ოჯახის ერთგულება, მისი დიდი გული და ჩვენი ქვეყნის სიყვარული. მე პირადად ვარ მოწმე იმისა, თუ როგორ იბრძვის ყოველდღე პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ამერიკელი ხალხისთვის და ჩვენი ქვეყნის წინაშე მისი სამსახურისთვის ჩვენ ღრმად მადლობელი ვართ“, - განაცხადა კამალა ჰარისმა.

ამასთან, კამალა ჰარისი სოციალურ ქსელში წერს, რომ დღეს კამპანიის პირველი სრული დღეა და დელავერის შტატის ქალაქ უილმინგტონში მიემგზავრება, სადაც ბაიდენ-ჰარისის საარჩევნო კამპანიის შტაბ-ბინა მდებარეობს.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის