გია ჯაფარიძე - 26 ოქტომბერს ჩვენ ერთიანობით უნდა დავამარცხოთ „ქართული ოცნება“, მოვხსნათ ის წინაღობა, რომელიც გვაშორებს ევროპის კავშირს და საქართველო დავაბრუნოთ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში

გუშინ „ქართულმა ოცნებამ“ კიდევ ერთხელ დაარღვია საქართველოს კონსტიტუცია. ხელისუფლება კონსტიტუციის ფარგლებს მიღმა გავიდა, - ასე გამოეხმაურა „ერთიანობის“ ერთ-ერთი ლიდერი გია ჯაფარიძე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად კახა წიქარიშვილის დანიშვნის შესახებ პრეზიდენტის განკარგულების შეჩერებას.

ჯაფარიძის თქმით, ნაცვლად იმისა, რომ საქართველო ასრულებდეს ევროკავშირის მიერ რეკომენდებულ 9 ნაბიჯს, „ქართული ოცნება“ ევროპული ინტეგრაციის გზას აყოვნებს.

“ევროპის კავშირი სხვა არაფერია თუ არა კონსტიტუციონალიზმი, კანონის უზენაესობა, გადანაწილება ხელისუფლების შტოებად.

გუშინ „ქართულმა ოცნებამ“ კიდევ ერთხელ დაარღვია საქართველოს კონსტიტუცია. ხელისუფლება კონსტიტუციის ფარგლებს მიღმა გავიდა.

„ქართული ოცნება“ დიდი ხანია გასულია საქართველოს კონსტიტუციის ფარგლებს გარეთ, ნაცვლად იმისა, რომ საქართველო ასრულებდეს ევროკავშირის მიერ რეკომენდებულ 9 ნაბიჯს, „ოცნება“ ევროპული ინტეგრაციის გზას აყოვნებს.

ნაცვლად იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლება ევროინტეგრაციის გზას ადგეს, ის კიდევ ერთ დაბრკოლებას აჩენს ამ გზაზე.

„ქართულ ოცნებას“ არ უნდა საქართველოს გაწევრიანება ევროკავშირში.

„ქართული ოცნება“ წარმოადგენს ერთადერთ წინაღობას საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე.

26 ოქტომბერს ჩვენ ერთიანობით უნდა დავამარცხოთ „ქართული ოცნება“.

მოვხსნათ ის წინაღობა, რომელიც ჩვენ გვაშორებს ევროპის კავშირს და საქართველო დავაბრუნოთ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში.” - განაცხადა ჯაფარიძემ.

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, შეჩერდა საქართველოს პრეზიდენტის 2024 წლის 15 ივლისის განკარგულება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად კახა წიქარიშვილის დანიშვნის შესახებ. ამასთან, საქმეზე სამართალწარმოების საბოლოოდ დასრულებამდე, საქართველოს პრეზიდენტს აეკრძალა, ახალი კონკურსის ჩატარება და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხვა ახალი წევრის (ნებისმიერი ფორმით) დანიშვნა. საქალაქო სასამართლოს განმარტებით, გადაწყვეტილების მიზეზი მ. კ-ს სარჩელი გახდა.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს