Google-ისა და StrategEast-ის ორგანიზებით, GITA-თან თანამშრომლობით, ჰაკათონი „მდგრადი განვითარებისთვის ხელოვნური ინტელექტის გამოყენება“ გაიმართება

2024 წლის 15 სექტემბერს, ასტანაში, Google-ისა და StrategEast-ის ორგანიზებით, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსთან (GITA) თანამშრომლობით, ჰაკათონი - "მდგრადი განვითარებისთვის ხელოვნური ინტელექტის გამოყენება" გაიმართება.

ამის შესახებ ინფორმაციას ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, აღნიშნული ინიციატივა მიზნად ისახავს კავკასიისა და ცენტრალური აზიის დეველოპერებისა და მეწარმეებისთვის უმაღლესი AI უნარების შეძენას, რათა მათ შეძლონ სოციალური და მდგრადობის კრიტიკული საკითხების გადაწყვეტა Google-ის უახლესი AI მოდელის, Gemini-ის გამოყენებით.

ჰაკათონზე იდეების წარდგენა შესაძლებელია 15 აგვისტომდე ბმულის საშუალებით. ჰაკათონის გამარჯვებული დაჯილდოვდება 5000 დოლარით, მეორე ადგილზე 2500-ს, ხოლო მესამე ადგილზე გასული 500 დოლარს მიიღებს. ასევე, შერჩეულ კანდიდატებს დაუფინანსდებათ ასტანაში მგზავრობის ღირებულება.

„2024 წლის მარტიდან Google-მა ჩაატარა 27 ვორქშოფი 6 ქვეყანაში, რომელშიც მონაწილეობდა 900-მდე დეველოპერი. „ხელოვნური ინტელექტი მდგრადი განვითარებისთვის“ პროგრამა მოიცავს ჰაკათონებსა და ვორქშოფებს, რაც მონაწილეებს ეხმარება განავითარონ AI უნარები, შექმნან რეალური პროექტების პორტფოლიო და გაიუმჯობესონ კონტაქტები. ინიციატივა მიზნად ისახავს რეგიონის ყველაზე კრიტიკული სოციალური და მდგრადობის საკითხების გადაწყვეტის ძიებას. მონაწილეებს, ასევე, შეეძლებათ დაეუფლონ AI-ს ყოველდღიურ ცხოვრებაში ინტეგრირების უნარებს და ითანამშრომლებენ გადაწყვეტილებების შექმნაზე, რომლებიც პასუხობს ქვეყნის ეკონომიკურ და მდგრადობის პრიორიტეტებს.

ჰაკათონის ფინალური ღონისძიება ჩატარდება ასტანაში 2024 წლის შემოდგომაზე. მონაწილე გუნდები წარადგენენ თავიანთ ინოვაციურ იდეებს, რომლებიც ორიენტირებულია მდგრადი განვითარების ისეთ სფეროებზე, როგორიცაა ჰაერისა და წყლის ხარისხის გაუმჯობესება, დაბინძურებასთან დაკავშირებული ჯანმრთელობის პრობლემების შემცირება, მიწის დეგრადაცია, წყლის რესურსების მართვა, სოფლის მეურნეობა და საკვების უსაფრთხოება,“ - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

აპლიკაციის ბმული: https://rsvp.withgoogle.com/events/bw-ai-central-asia-2024/home

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს