გენადი არველაძე აშშ-ის ენერგეტიკული დეპარტამენტის მდივნის თანაშემწეს ენდრიუ ლაითს შეხვდა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, გენადი არველაძე და სამინისტროს ენერგეტიკული პოლიტიკისა და საინვესტიციო პროექტების დეპარტამენტის უფროსი, ჯუბო ტურაშვილი აშშ-ის ენერგეტიკული დეპარტამენტის მდივნის თანაშემწეს, ენდრიუ ლაითს შეხვდნენ.

ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, შეხვედრა რუმინეთის ქალაქ ბუქარესტში ტრანსატლანტიკური ენერგეტიკისა და კლიმატის თანამშრომლობის (P-TECC) რიგით მე-5 მინისტერიალში ფარგლებში გაიმართა.

„აღნიშნულ ფორუმში საქართველოს დელეგაცია აშშ-ს ენერგეტიკის დეპარტამენტის მდივნის და რუმინეთის ენერგეტიკის მინისტრის ერთობლივი მოწვევის საფუძველზე მონაწილეობს.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ქვეყნებს შორის არსებული თანამშრომლობის, ერთობლივი ენერგეტიკული უსაფრთხოების გაძლიერების, მსხვილი ენერგეტიკული პროექტების, მათ შორის, შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის, ენერგეტიკული გარდაქმნისა და განახლებადი ენერგიების განვითარების საკითხები.

გენადი არველაძემ ენდრიუ ლაითს მადლობა გადაუხადა აშშ - ის მიერ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის. მისი თქმით, 2023 წელს საქართველომ მიიღო ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი და იმედი გამოთქვა, რომ უახლოეს მომავალში შესაძლებელი იქნება მოლაპარაკების დაწყება ევროკავშირში გაწევრიანებაზე. მინისტრის მოადგილემ ასევე პოზიტიურად შეაფასა აშშ - ის მხარდაჭერა საქართველოში მიმდინარე რეფორმების მიმართ.

მინისტრის მოადგილის თქმით, საქართველო წარმატებით ახორციელებს რეფორმებს ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების წინაშე აღებული ვალდებულებების ფარგლებში, რომლის მიზანსაც ქვეყნის ენერგეტიკის ევროპულ სტანდარტებთან დაახლოება და ენერგეტიკული სისტემის მდგრადობის უზრუნველყოფა წარმოადგენს. მისი თქმით, საქართველოს მთავრობა ასევე ახორციელებს ენერგეტიკის სექტორის მხარდაჭერის პროგრამებს, რომლის საფუძველზეც იზრდება ენერგოგენერაცია, განსაკუთრებით, ჰიდრო და სხვა განახლებადი ენერგეტიკის მიმართულებით, ვითარება ელექტროგადამცემი ინფრასტრუქტურა, ინერგება ენერგიის შემნახველი მოწყობილობების სისტემა, რაც, საბოლოოდ, ხელს უწყობს, ქვეყნის ენერგეტიკული უსაფრთხოების განმტკიცებას.

შეხვედრაზე აშშ-ის ენერგეტიკული დეპარტამენტის მდივნის თანაშემწე მიესალმა ქვეყანაში მწვანე ენერგეტიკის განვითარებისკენ მიღებულ გადაწყვეტილებებს. მან ქართულ მხარეს შესთავაზა ელექტროენერგიის შემნახველი მოწყობილობის სისტემის განვითარების მიზნით, ტექნიკურ - ეკონომიკური მხარდაჭერა და საჭიროების შემთხვევაში, ფინანსური დახმარება.

შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა ერთმანეთს მადლობა გადაუხადეს ნაყოფიერი შეხვედრისთვის და გამოთქვეს მზაობა თანამშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერების კუთხით“,- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიციას აუცილებლად უნდა ჰყავდეს მკვეთრად გამოხატული ერთი ლიდერი და ეს ლიდერი პოლიტიკაში შედარებით ახალი ფიგურა უნდა იყოს - სუფთა ხელებით, შეულახავი რეპუტაციით
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
WhiteBIT საქართველომ, ეროვნული ბანკისგან ბროკერის ლიცენზია მოიპოვა
„მეტროპოლ ლისი“ - ცხოვრება, როგორც დასვენება და სახლი, რომელიც ბუნებასთან ახლოს ჩაიფიქრე
„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
„მაკდონალდს საქართველომ“ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
#აჩუქეწიგნი, ჩაერთე კამპანიაში და იპოვე შენთვის საყვარელი ადამიანის მიერ დაწერილი პერსონალური წერილი „ბიბლუსის“ მაღაზიებში