მამუკა მდინარაძე - „ნაცმოძრაობასა“ და „ლელოს“ შორის არანაირი განსხვავება არ არის, ამიტომ გასაკვირი არაა, რომ როზნერი „ნაცმოძრაობის“ ერთ-ერთ დანაყოფს პიარს უკეთებს

თავის დროზე, როცა [ჯერემ] როზნერი დავალებით ჩამოვიდა და „ნაცმოძრაობას“ პიარს უკეთებდა, ესეც ცნობილი იყო ჩვენთვის და ახლაც, როცა, ის „ნაცმოძრაობის“ ერთ დანაყოფს, „ლელოს“ პიარს უკეთებს, ესეც ცნობილია, გასაკვირი ამაში არაფერი არ არის, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

აღნიშნულით მან ჟურნალისტის კითხვას უპასუხა, თუ რატომ შეირჩა ჯერემ როზნერი და რა პერსპექტივა ექნება „ლელოს“.

როგორც მდინარაძე განმარტავს, ის „ლელოსა“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის განსხვავებას ვერ ხედავს.

„ალბათ, ყველა ძალიან კარგად ხვდება, რომ არანაირი განსხვავება მათ შორის არ არის. თუ ვინმე ისეთი მიამიტია ამ ქვეყანაში, რომ „ლელოსა“ და „ნაცმოძრაობას“ შორის განსხვავებას ხედავს, დიდი სიამოვნებით დაველაპარაკებოდი ასეთ ადამიანს, რა განსხვავებაა მათ შორის, შეიძლება უარესიც იყოს. „ნაცმოძრაობის“ რეკეტიორები და თაღლითები, რაც სასამართლომაც თქვა, რომ თაღლითები არიან, „ნაცმოძრაობის“ სასარგებლოდ თაღლითობდნენ, მათ უმაგრებდნენ ზურგს თავისი რეკეტით და თაღლითობით, რით განსხვავდებიან, თუ უარესები არ არიან „ნაცებზე“, ამაზე ვერც ერთი ადამიანი ვერ მიპასუხებს. შესაბამისად, თავის დროზე, როცა [ჯერემ] როზნერი დავალებით ჩამოვიდა და „ნაცმოძრაობას“ პიარს უკეთებდა, ესეც ცნობილი იყო ჩვენთვის და ახლაც, როცა, ის „ნაცმოძრაობის“ ერთ დანაყოფს, „ლელოს“ პიარს უკეთებს, ესეც ცნობილია, გასაკვირი ამაში არაფერი არ არის“, - განაცხადა მდინარაძემ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის