ჟურნალისტური ეთიკის ქარტია - ნოდარ მელაძემ და მაკა ჩიხლაძემ ქარტიის 1-ელი, მე-5, მე-7 და მე-8 პრინციპები დაარღვიეს

ეთიკის ქარტიის საბჭომ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის, გიორგი კალანდარიშვილის განცხადება განიხილა “ტვ პირველის” ჟურნალისტების ნოდარ მელაძისა და მაკა ჩიხლაძის წინააღმდეგ. ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით, სადავო მასალაში ჟურნალისტებმა დაარღვიეს ქარტიის 1-ლი, მე-5, მე-7 და მე-8 პრინციპები, - ინფორმაციას ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ავრცელებს.

„სადავო მასალა ეთერში 2024 წლის 2 მარტს გავიდა. ის ეხებოდა საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის გიორგი კალანდარიშვილისა და მისი ოჯახის ქონებას. განმცხადებლის პოზიციით, ეთერში გასულ გადაცემაში „ნოდარ მელაძის შაბათი“ ჟურნალისტებმა არასწორი, გადაუმოწმებელი და მანიპულაციური ინფორმაცია გაავრცელეს.

მოპასუხე ჟურნალისტები სხდომას არ დასწრებიან და არც თავიანთი შეპასუხება წარმოუდგენიათ, თუმცა, ელექტრონულად წარმოადგინეს „ნოდარ მელაძის შაბათის“ გუნდის ახსნა-განმარტება, რომელიც ტელეკომპანია “პირველის” თვითრეგულირების კომისიას წარედგინა ამავე მასალასთან დაკავშირებული საჩივრის განხილვისას.

ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით, სადავო მასალაში ჟურნალისტებმა დაარღვიეს ქარტიის პირველი, მე-5, მე-7 და მე-8 პრინციპები,“ - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება