მამუკა მდინარაძე - თუ იუსტიციის საბჭოს წევრის კონკურსით დანიშვნა გადაწყვიტე, კონკურსის ფორმალური მხარე ხომ უნდა დაიცვა?! - პრეზიდენტმა დისკრეცია არ გამოიყენა, კონკურსი ჩაატარა და დაარღვია

ვნახოთ, რა როგორ წერია სასამართლოს გადაწყვეტილებაში - თუ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის კონკურსით დანიშვნა გადაწყვიტე, კონკურსის ფორმალური მხარე ხომ უნდა დაიცვა?! თუ ამბობთ, რომ პრეზიდენტს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში წევრის დანიშვნა კონკურსის გარეშე შეეძლო, მან წევრი ასე არ დანიშნა, დისკრეცია არ გამოიყენა, კონკურსი ჩაატარა და დაარღვია, როცა შეეძლო მარტივად და დაურღვევლად გაეტანა! - ასე გამოეხმაურა უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელმაც კახა წიქარიშვილის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად დანიშვნის შესახებ პრეზიდენტის განკარგულება გააჩერა.

ამ კონტექსტში მდინარაძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ როცა პირის კონკურსის გზით დანიშვნის გადაწყვეტილებას იღებ, მაგრამ ფორმალურ მხარეს არ იცავ, სასამართლოს ლოგიკა სწორია.

“მე ხომ სუბიექტური ვარ - ვარ “ქართული ოცნების“ წარმომადგენელი და მათ შორის პოლიტიკურ შეფასებებშიც ძალიან სუბიექტური ვარ, თუმცა ყოველთვის სიმართლეს ვლაპარაკობ, თუმცა ამ შემთხვევაში მაქსიმალურად ნეიტრალური ვიქნები!

მთავარია, იყო თუ არა სასამართლოს გადაწყვეტილება კანონიერი - თუ კანონიერი იყო და საფუძველი ჰქონდა, მაშინ პრეზიდენტის ადმინისტრაცია და ყველა იტყუება, მათ შორის იტყუება “ნაცმედია“, ხოლო თუ სასამართლოს გადაწყვეტილება სუბიექტური და არაკანონიერი იყო და სამოტივაციო ნაწილში არარეალური მიზეზები მოიყვანეს, მაშინ რაღაც სხვასთან გვაქვს საქმე და შეიძლება რაღაც ნაწილში მართლებიც იყვნენ.

არავინ ინტერესდება, თუ რა არგუმენტებზე დაყრდნობით მიიღო სასამართლომ გადაწყვეტილება.

“ნაცმედია“ ამბობს, რომ “კლანია“ და კახა წიქარიშვილი იჩაგრება. ჩვენ ვამბობთ, რომ ეს შეუძლებელია, სასამართლო დამოუკიდებელი და ობიექტურია.

ვნახოთ, რა როგორ წერია სასამართლოს გადაწყვეტილებაში, ეს ვინმემ გაამხილოს და ამის მიხედვით გადავწყვიტოთ.

თუ კახა წიქარიშვილი კონკურსით გავიდა, ამ კონკურსის ფორმალური ნაწილიც დაცული უნდა ყოფილიყო. თუ გადაწყვიტე კონკურსით დანიშვნა, კონკურსის ფორმალური მხარე ხომ უნდა დაიცვა? თუ გადავწყვიტე, რომ პირი კონკურსით დავნიშნო და ფორმალურ მხარეს არ ვიცავ, მაშინ სასამართლოს ლოგიკა სწორია და რა გინდათ, რას ემართლებით?!

არ არის ლოგიკა იმაში, რომ პრეზიდენტს იუსტიციის უმაღლესი საბჭოში წევრის დანიშვნა კონკურსის გარეშე შეეძლო - თუ შეეძლო, დაენიშნა კონკურსის გარეშე, მაგრამ რაკი დანიშვნა კონკურსის გზით გადაწყვიტა, კონკურსის ფორმალური მხარე ხომ უნდა დაეცვა?! მან იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი კონკურსის გარეშე არ დანიშნა, დისკრეცია არ გამოიყენა, კონკურსი ჩაატარა და დაარღვია, როცა შეეძლო, რომ მარტივად და დაურღვევლად გაეტანა.

შეიძლება წინასწარ დადგმული სცენა იყოს - ვარღვევ, მერე ამაზე სასამართლო იტყვის, რომ დაირღვა და მერე ვიყვირებ: - არიქა, უფლება წამართვეს“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 10.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე