რატი იონათამიშვილი - რადიკალური ოპოზიცია კარგად აცნობიერებს, რომ არჩევნები წაგებული აქვთ, ამიტომ ყველაფერზე არიან წამსვლელი, მათ შორის ტერორისტული აქტების მომზადებასა და ადამიანის მოკვლაზეც კი

რადიკალური ოპოზიცია კარგად აცნობიერებს, რომ არჩევნები წაგებული აქვთ, ამიტომ ყველაფერზე არიან წამსვლელი, მათ შორის ტერორისტული აქტების მომზადებასა და ადამიანის მოკვლაზეც კი - დარწმუნებული ვარ, სუს-ში მიმდინარე გამოძიება ყველა საკითხს ნათელს მოჰფენს! - ეს განცხადება მედიასთან "ქართული ოცნების" წევრმა რატი იონათამიშვილმა გააკეთა.

იონათამიშვილის თქმით, ექვსი დღეა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მიმდინარეობს გამოძიება, ტერორისტული აქტის მომზადებითა და შეთქმულებით სახელმწიფო გადატრიალების უმძიმესი მუხლებით.

"რადიკალური ოპოზიციის მედია საშუალებები, გამოკითხული პირები და მათი ადვოკატები საზოგადოებას უმალავენ, რომ გამოძიება ტერორისტული აქტის მომზადების მუხლითაც მიმდინარეობს.

აქ არის მთავარი კითხვა, რაც საზოგადოებას გააჩნია - მეექვსე დღეს რატომ წამოსცდათ ან აღიარეს ამ ადამიანებმა, რომ ამ უმძიმესი მუხლით მიმდინარეობს გამოძიება?!" - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

ავთანდილ  წულაძე - ბევრი თვლის, რომ პუტინი ათამაშებს ტრამპს, რომ მოატყუოს, ჩემი აზრით კი, პირიქითაა - ტრამპი ათამაშებს პუტინს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.02.2026
ნაკლები ტრავმა, მეტი სიზუსტე: ქირურგიის ახალი ერა Da Vinci Single Port-ით უკვე ხელმისაწვდომია MEMORIAL-ში
„ბორჯომი“ წარმოგიდგენთ პირველ 100%-ით ნატურალურ ენერგეტიკულ სასმელს - „ენერგია ბორჯომისგან“ - ბუნების ძალა!