დიმიტრი სამხარაძე - რევოლუცია ვერ მოახდინეს, არჩევნებს მწარედ აგებენ, ხალხს ეზიზღება და ბოლო რაც დარჩათ, ტერორისტული აქტის მოწყობაა - ფაქტი, რომ რამდენიმე დღე მალავდნენ, რა დანაშაულის ჩადენაზე იყვნენ გამოკითხვაზე, ყველაფრის მთქმელია

რევოლუცია ვერ მოახდინეს, არჩევნებს მწარედ აგებენ, ხალხს ეზიზღება და ბოლო რაც დარჩათ, ტერორისტული აქტის მოწყობაა! ფაქტი, რომ რამდენიმე დღე მალავდნენ თუ რა დანაშაულის ჩადენაზე იყვნენ საგამოძიებო და სასამართლო სტრუქტურებში გამოკითხვაზე, პირადად ჩემთვის ყველაფრის მთქმელია და კითხვებიც არ მიჩნდება! მითუმეტეს, ამათი მონა ტელევიზიების დუმილიც ბევრის მთქმელია! , - წერს "ქართული ოცნების" რეგიონული მდივანი, დიმიტრი სამხარაძე სოციალურ ქსელში.

სამხარაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ბიძინა ივანიშვილის და "ქართული ოცნების" სხვა ლიდერების მიმართ ტერორისტული აქტის შესაძლო მოწყობის და სახელმწიფო გადატრიალების შესახებ დაწყებულ გამოძიებას ეხმიანება და აღნიშნავს, რომ "ნაციონალურ მოძრაობას" ბევრი ქართველის სისხლი აქვს დაღვრილი და არჩევნებში დამარცხების შემდეგ, ისინი გასამართლებას ვერ ასცდებიან.

"რევოლუცია ვერ მოახდინეს, არჩევნებს მწარედ აგებენ, ხალხს ეზიზღება და ბოლო რაც დარჩათ, ტერორისტული აქტის მოწყობაა! ფაქტი, რომ რამდენიმე დღე მალავდნენ თუ რა დანაშაულის ჩადენაზე იყვნენ საგამოძიებო და სასამართლო სტრუქტურებში გამოკითხვაზე, პირადად ჩემთვის ყველაფრის მთქმელია და კითხვებიც არ მიჩნდება! მითუმეტეს, ამათი მონა ტელევიზიების დუმილიც ბევრის მთქმელია!!! ერთიან ნაციონალურ ტერორისტულ მოძრაობას ბევრი ქართველის სისხლი აქვთ დაღვრილი, ავადმყოფი მანიაკებისგან დაკომპლექტებული სინდიკატია, თავში არ მოუვათ კაცის მოკლა თუ გაუჭირდებათ? ესენი არიან ჩვენი სამშობლოს ხორცმეტები! არჩევნების შემდეგ ნაცრეჟიმი გასამართლებას ვერ ასცდება! ის დანაშაულებიც სააშკარაოზეა გამოსატანი ვისი დავალებით გახვიეს ქვეყანა ომში და ახლაც ყველაფერს აკეთებენ რომ თბილისის ციდან ბომბები ცვიოდეს! 9 წელიც რომ დავივიწყოთ, იმდენი ცოდვა და სიმყრალე ჩაიდინეს ბოლო 2 წლის განმავლობაში, მარტო ამისთვის გაფარჩაკდებიან არჩევნებზე! ბიძინა ივანიშვილს, ერისკაცს, ესენი ვერაფერს დააკლებენ, ხალხია მისი და "ქართული ოცნების" გვერდით! აფეთქება? თქვენი მეტიკტოკე ბოევიკობა არ გაიშვას, სააკაშვილის ქაფი ხართ, სხვისი ქვეყნის აგენტურა! დაგდებთ ბეჭებზე 26 ოქტომბერს!" , - წერს დიმიტრი სამხარაძე.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის