სალომე სამადაშვილი - „ლელო“ განიხილავს მოკავშირედ ყველას, ვისაც სჯერა, რომ საქართველო უნდა იყოს დამოუკიდებელი, ძლიერი, ევროპული ქვეყანა, ამის დემონსტრირება მოხდა დღეს და ვფიქრობ, კიდევ ბევრი ნაბიჯია გადასადგმელი

ჩვენ განვიხილავთ მოკავშირედ ყველას, ვისაც სჯერა, რომ საქართველო უნდა იყოს დამოუკიდებელი, ძლიერი, ევროპული ქვეყანა, ვფიქრობ, რომ ამის დემონსტრირება მოხდა დღეს კიდევ ერთხელ, - ამის შესახებ პარტია „ლელოს“ პოლიტიკურმა მდივანმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა პარტია „მოქალაქეების“ „ლელოს“, ანა დოლიძისა და „თავისუფლების მოედანის“ გაერთიანებასთან შეერთებას.

როგორც „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტიკური სივრცე“ სალომე სამადაშვილმა განაცხადა, საკითხი ისე დგას, რომ არჩევნებზე სახელმწიფოს მომავალი წყდება.

„შეიძლება ვთქვათ, რომ ჩვენს შორის მიმდინარეობს საუბარი. შეხვედრის ამსახველი ფოტომასალაც ამის ნიშანია. პრეზენტაცია, რომელიც გაიმართა, ეს იყო დასაწყისი პროცესის, რომელიც გაგრძელდება. იმედი მაქვს, რომ მალე საზოგადოება იხილავს შემდგომ ოფიციალურ ნაბიჯებს. მე ვფიქრობ, რომ ჩვენ დღეს კიდევ ერთხელ გავაკეთეთ განაცხადი, რომ საქართველოს ინტერესებს როცა შეეხება საქმე, ჩვენ განვიხილავთ მოკავშირედ ყველას, ვისაც სჯერა, რომ საქართველო უნდა იყოს დამოუკიდებელი, ძლიერი, ევროპული ქვეყანა, ვფიქრობ, რომ ამის დემონსტრირება მოხდა დღეს კიდევ ერთხელ. ეს პროცესია, ვფიქრობ, რომ ჯერ კიდევ ბევრი ნაბიჯებია გადასადგმელი“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

მისი თქმით, „ლელოს“ ამოცანაა, რომ ბარიერის გადალახვის შანსი ყველას ჰქონდეს და არცერთი გადაუნაწილებელი მანდატი არ აღმოჩნდეს „ბიძინა ივანიშვილის ჯიბეში“.

„მე ვფიქრობ, რომ საბოლოოდ ისე დალაგდება ეს პოლიტიკური კონფიგურაცია, რომ ბარიერის გადალახვის შანსი ყველას ექნება. სწორედ ამას ვაკეთებთ ჩვენ, ჩვენ დავიწყეთ ეს პროცესი სწორედ ამ პრინციპით, რომ ჩვენი ამოცანაა, არცერთი გადაუნაწილებელი ხმა არ დარჩეს და არცერთი მანდატი ბიძინა ივანიშვილმა ჯიბეში არ ჩაიდოს. ჩვენ ჩვენი პასუხისმგებლობა გვაქვს და არაფერს არ დავაკლებთ ამისთვის. საზოგადოება ძალიან კარგად ხედავს იმ ბრძოლას, რომელსაც ჩვენ წლებია ვეწევით ამ რეჟიმის წინააღმდეგ, საკმაოდ დიდი რისკის ფასად, მაგრამ მოქალაქეების ნაცვლად ჩვენ პასუხისმგებლობას ვერ ავიღებთ, რომ არჩევნებზე მივიდნენ და ვლადიმერ პუტინის წინააღმდეგ მისცენ ხმა“, - განაცხადა სალომე სამადაშვილი.

ინფორმაციისთვის, „ლელოს“, „ანა დოლიძე-ხალხისთვის“ და მოძრაობა „თავისუფლების მოედნის“ გაერთიანებას „მოქალაქეების“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი შეუერთდა.

„ლელოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ სოციალურ ქსელში ელისაშვილთან გადაღებული ფოტო განათავსა, წარწერით „ძლიერი საქართველოსთვის“.

„ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, სავარაუდოდ, „ძლიერი საქართველოსთვის“ იქნება გაერთიანების სახელწოდებაც.

შეგახსენებთ, „ლელომ“ წინასაარჩევნო გაერთიანების პრეზენტაცია წინა კვირას გამართა, სადაც აღნიშნა, რომ ის უახლოეს მომავალში კიდევ უფრო გაფართოვდება.

ავთანდილ  წულაძე - ტრამპიც და პუტინიც ჩიხურ სიტუაციაში არიან აღმოჩენილი, რაც მათ აიძულებს თავიანთ მოქმედებაში მეტი შეცდომა დაუშვან, სწორედ ამაზეა ჩინეთის გათვლა
ქართული პრესის მიმოხილვა 21.05.2026
Colliers International Georgia-მ მტკვრის მარცხენა სანაპიროს უძრავი ქონების ფუნქციური ანალიზი განახორციელა
„არქიმ“ 200,000 ლარზე მეტი ღირებულების მარადმწვანე ხის ნერგები ქალაქ რუსთავს საჩუქრად გადასცა
როგორ უნდა შევქმნათ პლასტმასისგან თავისუფალი და ეკო-მეგობრული ოფისი
„პსპ ფარმა“ თბილისის მუნიციპალიტეტის ბენეფიციარებს მედიკამენტებს კვირის ნებისმიერ დღეს ფასდაკლების დღეების ფასად მიაწვდის
თიბისის კონცეპტის მხარდაჭერით ZEG Storytelling Festival გაიმართება
სილქნეტის მომხმარებლები მოგზაურობისას ახალი „როუმინგ პასის“ შეთავაზებით ისარგებლებენ
ჩინეთისა და აშშ-ის ლიდერებს შორის შეხვედრამ მსოფლიოს სტაბილურობა და დარწმუნებულობა შესძინა
ენერგოეფექტურობა - NMG-ის სტრატეგიული არჩევანი
„ბიოგრაფი ლივინგის“ პირველი დეველოპერული პროექტის - „საკენი“ მონოლითური სამუშაოები დათქმულ დროს დასრულდა