ჯო უილსონი - მადლიერი ვარ, ორპარტიული “MEGOBARI აქტი” წარმომედგინა, რათა პრორუსული “ქართული ოცნება" ანგარიშვალდებული ყოფილიყო ქართველი ხალხის ნებაზე თავდასხმისთვის

მადლიერი ვარ, ორპარტიული “MEGOBARI აქტი” წარმომედგინა, რათა პრორუსული “ქართული ოცნების” პარტია ანგარიშვალდებული ყოფილიყო ქართველი ხალხის ნებაზე თავდასხმებისთვის, - ამის შესახებ კონგრესმენმა ჯო უილსონმა (რესპუბლიკური პარტია) კონგრესში საქართველოს შესახებ გამართულ მოსმენაზე განაცხადა.

მისი თქმით, ნათელი გახდა, რომ პუტინი ცდილობს წარუტებელი საბჭოთა კავშირის იმპერიის აღდგენას, რათა სარგებელი მოუტანოს ოლიგარქებს.

"ახლა ის ყველა ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკას ემუქრება, რათა წვლილი შეიტანონ წარუმატებელი იმპერიის აღდგენაში. თავისუფლებისა და დემოკრატიის თავიანთ ძიებაში საქართველოსა და მოლდოვას მამაცმა და გაბედულმა ხალხმა მსოფლიო შთააგონეს. სწორედ ამიტომ მადლიერი ვიყავი, რომ ორპარტიული “MEGOBARI აქტი” წარმომედგინა, რათა პრორუსული “ქართული ოცნების” პარტია ანგარიშვალდებული ყოფილიყო ქართველი ხალხის ნებაზე თავდასხმისთვის, ასევე შემოთავაზებულიყო გზა საქართველოს ევრო-ატლანტიკური ტრაექტორიის აღდგენისთვის”, - განაცხადა უილსონმა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება