ირაკლი კობახიძე - ჩვენ გვაქვს ძალიან მყარი საარჩევნო პოზიციები - დღევანდელი მოცემულობით, „ქართული ოცნების“ მხარდაჭერა არის დაახლოებით 60%, თუმცა ეს გარემოება არ გვაძლევს მოდუნების საშუალებას

პრემიერ-მინისტრის, „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, მმართველი გუნდის წარმომადგენლებზე, რამდენიმე ლიბერალურ-ფაშისტური თავდასხმის მიუხედავად, საარჩევნო პროცესი არსებითად მშვიდ ვითარებაში წარიმართება.

როგორც კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლები, წინასაარჩევნოდ, შეეცდებიან შექმნან აგრესიული საარჩევნო გარემო.

„ჩვენ საარჩევნო კამპანია უკვე გავხსენით და აქტიურად ვემზადებით 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის. დღეს ჩვენ გვაქვს ძალიან მყარი საარჩევნო პოზიციები. დღევანდელი მოცემულობით, „ქართული ოცნების“ მხარდაჭერა არის დაახლოებით 60%, თუმცა ეს გარემოება არ გვაძლევს მოდუნების საშუალებას და უფლებას. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ რაც შეიძლება მაღალი შედეგი მივიღოთ. ჩვენ გვჭირდება მაქსიმალური ლეგიტიმაცია იმისთვის, რომ უზრუნველვყოთ ჩვენი ქვეყნის შემდგომი განვითარება და საბოლოოდ დავამარცხოთ ლიბერალური ფაშიზმი საქართველოში. სწორედ ამას ესაჭიროება მაქსიმალური ლეგიტიმაცია, რომელსაც აუცილებლად მივიღებთ ამ საპარლამენტო არჩევნებზე. იცით, რომ 2012 წელს „ქართულმა ოცნებამ“ წარსულს ჩააბარა არჩევნების გაყალბების პრაქტიკა, რომელიც წინა ხელისუფლების ხელწერის ერთ-ერთი მთავარი შტრიხი იყო. „ქართული ოცნება“ გააკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს თავისუფალ და სამართლიან პირობებში.

ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია არჩევნები ჩატარდეს მშვიდობიან და მშვიდ გარემოში. დღემდე საარჩევნო პროცესი წარიმართება არსებითად მშვიდ ვითარებაში, თუ არ ჩავთვლით რამდენიმე ლიბერალურ -ფაშისტურ თავდასხმას „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებზე. ასეთი თავდასხმა განხორციელდა ბექა ოდიშარიაზე, „ნაცმოძრაობის“ აქტივისტის, პაპაშვილის მიერ. ასევე, ჯანდაცვის მინისტრს დაესხა თავს „ნაცმოძრაობასთან" დაკავშირებული ერთ-ერთი „ენჯეოს“ წარმომადგენელი ჩხობაძე. დაჩი ბერაიას დაესხა თავს ლიბერალური ფაშიზმის ერთ-ერთი აქტიური მიმდევარი ანანია, რომელმაც, როგორც გავიგე, პრეზერვატივებზე ქართველი წმინდანების გამოსახვით გაითქვა სახელი. ლიბერალური ფაშიზმის ამ აქტებს აქტიურად უჭერდნენ მხარს და ტირაჟირებდნენ კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ კუთვნილი ტელევიზიები, მედიასაშუალებები. სამწუხაროდ, მრავალწლიანი გამოცდილების გათვალისწინებით, გვაქვს მოლოდინი, რომ პროვოკაციები გაგრძელდება მომავალშიც. იმ პირობებში, როცა კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, ყველა მათი პარტია ერთად 30% -საც ვერ აგროვებს, ისინი ორმაგად არიან მოტივირებულები, რომ მოაწყონ ასეთი ტიპის პროვოკაციები, ლიბერალური ფაშიზმის ტექნოლოგიების გამოყენებით. ისინი შეეცდებიან შექმნან აგრესიული საარჩევნო გარემო, თუმცა ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ არჩევნებმა მშვიდ ვითარებაში ჩაიაროს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიციას აუცილებლად უნდა ჰყავდეს მკვეთრად გამოხატული ერთი ლიდერი და ეს ლიდერი პოლიტიკაში შედარებით ახალი ფიგურა უნდა იყოს - სუფთა ხელებით, შეულახავი რეპუტაციით
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
WhiteBIT საქართველომ, ეროვნული ბანკისგან ბროკერის ლიცენზია მოიპოვა
„მეტროპოლ ლისი“ - ცხოვრება, როგორც დასვენება და სახლი, რომელიც ბუნებასთან ახლოს ჩაიფიქრე
„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
„მაკდონალდს საქართველომ“ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
#აჩუქეწიგნი, ჩაერთე კამპანიაში და იპოვე შენთვის საყვარელი ადამიანის მიერ დაწერილი პერსონალური წერილი „ბიბლუსის“ მაღაზიებში