გურამ მაჭარაშვილი - იმედი მაქვს, სუს-ი ნათელს მოჰფენს ფაქტს, რასაც ჰქვია საქართველოში გადატრიალების მოწყობა ტერორისტული აქტის მომზადებით, „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის წინააღმდეგ

იმედი მაქვს, სუს-ი ნათელს მოჰფენს ფაქტს, რასაც ჰქვია საქართველოში გადატრიალების მოწყობა ტერორისტული აქტის მომზადებით, "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის წინააღმდეგ, - ეს განცხადება პარლამენტში უმრავლესობის დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა გააკეთა.

მაჭარაშვილის თქმით, ინფორმაცია, რაც მათ აქვთ დამადასტურებელია იმისა, რომ ხელმოცარული, დამარცხებული ოპოზიცია და მათი მხარდამჭერები რევოლუციების მოწყობას ცდილობენ და მომავალშიც შეეცდებიან.

"სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა თავისი მაღალი პროფესიული მუშაობის დონე ბევრჯერ აჩვენა. ტერორისტული აქტები არაერთხელ იყო აღკვეთილი.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადება არაერთხელ დადასტურდა, მათ შორის საქართველოში უცხოელების ჩამოყვანა რადიკალური პროცესების განვითარების მიზნით. ეს იგივე სემინარის ხელმძღვანელებმა დაადასტურეს. იგივე იყო აქციებზე, სადაც დადასტურდა, რომ შტურმი იყო და პოლიციელებზე თავდასხმა - სახელმწიფოში გადატრიალების მზადება იყო. რა გამოცდილებაც გაგვაჩნია, იქედან გამომდინარე, სუს-ის განცხადება არის სანდო", - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, სუს-ი იძიებს უკრაინაში მყოფი, საქართველოს ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსნებისა და ძალოვანი უწყებების ყოფილი თანამშრომლების ორგანიზებით და დაფინანსებით, საქართველოში დანაშაულებრივი ქმედებების, მათ შორის, პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მომზადების ფაქტებს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, ხსენებული დანაშაულებრივი ქმედებების მიზანია, ქვეყანაში არეულობის მოწყობის და ხელისუფლების დასუსტების ფონზე, დესტრუქციული ძალების მიერ სახელმწიფო ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობა.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს