ირაკლი კობახიძე - ჩვენ ველოდებით, რომ მაქსიმუმ 1 წელიწადში ომი უკრაინაში დასრულდება და საქართველოს მიმართ აშშ-ს მიდგომები მაშინვე შეიცვლება - არსებითად და თვისობრივად ურთიერთობების გადახედვა დაიწყება

ჩვენ ველოდებით, რომ მაქსიმუმ 1 წელიწადში ომი უკრაინაში დასრულდება და საქართველოს მიმართ მიდგომები მაშინვე შეიცვლება, ეს არის ჩვენი ოპტიმისტური მოლოდინი - დარწმუნებული ვარ მაქსიმუმ 1 წელიწადში, შეიძლება 6 თვეშიც, არსებითად და თვისობრივად ურთიერთობების გადახედვა დაიწყოს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „ქართული ოცნების“ ოფისში, აშშ-თან ურთიერთობების გადახედვასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, აშშ-ში არჩევნების დასრულების შემდეგ, უკრაინაში ომი მაქსიმუმ 1 წელიწადში დასრულება, რაც რეგიონში ვითარებას დაამშვიდებს.

მისივე თქმით, რეგიონში სიტუაციის დასტაბილურების შემდეგ საქართველოს მიმართ დამოკიდებულებაც შეიცვლება.

„ჩვენ ველოდებით, რომ მაქსიმუმ 1 წელიწადში ომი უკრაინაში დასრულდება, თუ "რესპუბლიკელები გაიმარჯვებენ, როგორც უკვე ითქვა, შეიძლება ომი იანვარშიც დასრულდეს. როგორც კი ომი დასრულდება და რეგიონში ვითარება დამშვიდდება, საქართველოს მიმართ მიდგომები მაშინვე შეიცვლება, ეს არის ჩვენი ოპტიმისტური მოლოდინი.

პირველ რიგში, ურთიერთობების გადატვირთვა არ არის აპრიორი დამოკიდებული "რესპუბლიკელების" გამარჯვებაზე. თუ "დემოკრატები" გაიმარჯვებენ, ომი ერთ წელიწადში დასრულდება, თუ "რესპუბლიკელები" - მაშინ ნახევარ წელიწადში. ორივე შემთხვევაში ომი დასრულდება და საქართველოს მიმართ დამოკიდებულება შეიცვლება. ანუ აპრიორი, ჩვენი იმედები და ოპტიმიზმი არ არის დაფუძნებული, "რესპუბლიკელების" გამარჯვებაზე. ასეთ შემთხვევაში, ჩვენ ვიხილავთ სამართლიან დამოკიდებულებას და არა ისეთს, როგორსაც ვხედავთ გასული 3-4 წლის განმავლობაში, რაც ძალიან სამწუხარო იყო ჩვენთვის. დარწმუნებული ვარ, მაქსიმუმ 1 წელიწადში, შეიძლება 6 თვეშიც, არსებითად და თვისობრივად ურთიერთობების გადახედვა დაიწყოს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია