პრემიერი - სტანდარტული პრაქტიკაა, რომ სექტემბერში ან ოქტომბერში დაიდოს „ქართული ოცნების“ საარჩევნო სია - რაც შეეხება პარლამენტის თავმჯდომარეს, საფუძველი არ არსებობს, რომ შალვა პაპუაშვილის პოზიცია გადაიხედოს

როგორც წესი, სტანდარტული პრაქტიკა არის ის, რომ სექტემბერში ან შეიძლება ოქტომბერშიც დაიდოს „ქართული ოცნების“ საარჩევნო სია, აქედან გამომდინარე, ინფორმაციას პირველ, მეორე, მესამე, მეოთხე ნომერთან დაკავშირებით მიიღებთ მაშინ, როდესაც სია გამოქვეყნდება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ამასთან, კითხვაზე, იმ შემთხვევაში თუ ირაკლი კობახიძე საარჩევნო სიის პირველ ნომრად დასახელდება, დაიკავებს თუ არა ის პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობას, კობახიძემ აღნიშნა, რომ ის დარწმუნებულია, შემდეგი მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარე კვლავ შალვა პაპუაშვილი იქნება.

„ამ ყველაფერს აქვს სათანადო ვადები, თქვენ შეგიძლიათ ამოიღოთ წინა არჩევნების პრაქტიკა, როდის გაცხადდა, მაგალითად, საარჩევნო სია. როდესაც ვაცხადებთ ხოლმე საარჩევნო სიას, ამ შემთხვევაშიც მაშინ გამოცხადდება. როგორც წესი, სტანდარტული პრაქტიკა არის ის, რომ სექტემბერში ან შეიძლება ოქტომბერშიც დაიდოს „ქართული ოცნების“ საარჩევნო სია, აქედან გამომდინარე, ინფორმაციას სიასთან დაკავშირებით, მათ შორის, პირველ, მეორე, მესამე, მეოთხე ნომერთან დაკავშირებით მიიღებთ მაშინ, როდესაც სია გამოქვეყნდება. როგორიც იყო სტანდარტული პრაქტიკა წინა წლებში იმ პრაქტიკას გავყვებით. რა თქმა უნდა, მანამდე გაგრძელდება სპეკულაციები ამასთან დაკავშირებით, ვინ არის პირველი ნომერი, მეორე ნომერი, მესამე ნომერი და ა.შ. თუმცა ეს სპეკულაციები იქნება აბსოლუტურად ხელოვნური.

რაც შეეხება პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობას, დღეს პარლამენტის თავმჯდომარე არის შალვა პაპუაშვილი და არავითარი საფუძველი იმისთვის, რომ ეს პოზიცია გადაიხედოს, არ არსებობს. რა თქმა უნდა, ამაზეც გუნდი იღებს გადაწყვეტილებას, მაგრამ შალვა პაპუაშვილი, დარწმუნებული ვარ, აუცილებლად იქნება შემდეგი მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარე“, - განაცხადა კობახიძემ.

რაც შეეხება საკითხს იქნება თუ არა პარტიის თავმჯდომარე საარჩევნო შტაბის უფროსი, კობახიძემ განმარტა, რომ პარტიის თავმჯდომარეობა აპრიორი შტაბის უფროსობას არ მოიაზრებს.

„პარტიის თავმჯდომარე არის პარტიის თავმჯდომარე, შტაბის უფროსი არის შტაბის უფროსი, შეიძლება იყოს თანხვედრა ამ ორ პოზიციას შორის, მაგრამ შეიძლება იყოს განსხვავებული მიდგომაც. ამ სპეკულაციას არავითარი საფუძველი არ აქვს. პარტიის თავმჯდომარე არ ნიშნავს შტაბის ხელმძღვანელს. გამომდინარე იქიდან, რომ მე ვიყავი ჯერ შტაბის ხელმძღვანელის მოადგილე 2016 წელს, შემდეგ შტაბის ხელმძღვანელის 2017, 2018 , 2020, 2021 წლებში, გამომდინარე ამ გამოცდილებიდან, გუნდმა მიიღო გადაწყვეტილება იმასთან დაკავშირებით, რომ მე უნდა ვყოფილიყავი შტაბის ხელმძღვანელი, არავითარი კავშირი ამას პარტიულ თანამდებობასთან არ აქვს.

ირაკლი ღარიბაშვილი არის პარტიის თავმჯდომარე და შესაბამისად, მას აქვს ძალიან მნიშვნელოვანი პოზიცია „ქართულ ოცნებაში“, ეს არის დღევანდელი მოცემულობა. მომავალში რა იქნება, ეს არის, პირველ რიგში, პირადად ირაკლი ღარიბაშვილზე დამოკიდებული და ყველა ერთად ვიმსჯელებთ ყოველ ჯერზე ნებისმიერ ადამიანთან დაკავშირებით, შესაბამისად, არც ამ სპეკულაციებს არავითარი საფუძველი არ აქვს“, - განაცხადა კობახიძემ.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო