თინა ბოკუჩავა - აშშ-ის კონგრესის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში გუშინდელი მოსმენა განაჩენია ივანიშვილის პარტიისთვის - აშშ ყველაფერს გააკეთებს, რომ ქართველი ხალხის თავისუფალი არჩევანი საარჩევნო შედეგზე აისახოს

გუშინდელი მოსმენა აშშ-ის კონგრესის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში არის განაჩენი ივანიშვილის პარტიისთვის. აშშ ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ქართველი თავისუფალი არჩევანი აისახოს საარჩევნო შედეგზე, მაგრამ მთავარი საქმე ჩვენი გასაკეთებელია, შეუპოვარი ერთიანობით უნდა შევცვალოთ ივანიშვილის პრორუსული, ანტიდასავლური ხელისუფლება და დავიბრუნოთ ევროატლანტიკური პერსპექტივა,- ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ამერიკის შეერთებული შტატები ყველაფერს გააკეთებს, გრძელვადიანი დამკვირვებლების გამოგზავნით საქართველოში, რომ 26 ოქტომბრის არჩევნებში ქართველი ხალხის სურვილი ასრულდეს.

გუშინდელი მოსმენა აშშ-ის კონგრესის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში, განაჩენია ივანიშვილის პარტიისთვის, რომელსაც „დემოკრატი“ და „რესპუბლიკელი“ - ვიმეორებ -„რესპუბლიკელი“, დონალდ ტრამპის მხარდამჭერი კონგრესმენები მოიხსენიებდნენ პრორუსულ, პუტინისტ, კორუმპირებულ და ვერშემდგარ დიქტატორად.

იქნება ეს „მეგობარი აქტის“ ავტორი კონგრესმენი ჯო უილსონი, ევროპის ქვეკომიტეტის თავმჯდომარე ტომას კინი, თუ კონგრესის სხვა წევრები, მათ შორის „რესპუბლიკელები“, რომლებიც, ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, სწორედ დონალდ ტრამპის მხარდამჭერები არიან, უკიდურესად მწვავედ აფასებენ ივანიშვილის მცდელობას, რომ ქართველ ხალხს წაართვას ევროატლანტიკური არჩევანი.

ივანიშვილის რუსეთთან დაახლოების და დემოკრატიული უკუსვლის პოლიტიკასთან ერთად, კონგრესის წევრებმა მწვავედ გააკრიტიკეს ივანიშვილის ხელისუფლების გადაწყვეტილება, ჩინეთის სახელმწიფო კომპანიების კონსორციუმისთვის ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის გადაცემა.

მაშინ, როდესაც სწორედ ივანიშვილის ხელისუფლებამ, პრეზიდენტი ტრამპის სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს პირდაპირი გაფრთხილებების მოუხედავად, განდევნა ამერიკელი ინვესტორები და ისინი ამერიკის შეერთებული შტატების მიერ სანქცირებული ჩინური კომპანიებით ჩაანაცვლა.

კონგრესის წევრებმა, ასევე ხაზი გაუსვეს ივანიშვილის და მისი გარემოცვის სანქცირების გაგრძელების აუცილებლობას, რაზეც სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილემ ჯოშ ჰაკმა, რომელიც ცოტა ხნის წინ თან ახლდა ჯიმ ო'ბრაიანს საქართველოში და რომელსაც მათ შორიც მეც პირადად შევხვდი, განაცხადა, რომ სავიზო შეზღუდვებთან ერთად აქტიურად განიხილება ფინანსური სანქციები ივანიშვილის და მისი გარემოცვის წინააღმდეგ , როგორც პირების, რომლებიც ქართულ დემოკრატიას და ევროპულ მომავალს ძირს უთხრიან.

როგორც ჯოშ ჰაკმა განმარტა - არჩევანი ახლა ქართველ ხალხზეა - 26 ოქტომბერს აირჩევენ ანტიდასავლურ ივანიშვილის ხელისუფლებას, რომლის პირობებშიც საქართველოს არ აქვს ევროატლანტიკური პერსპექტივა, თუ საკუთარი არჩევანით გადაარჩენენ ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალს.

ამერიკის შეერთებული შტატები ყველაფერს გააკეთებს, მათ შორის გრძელვადიანი დამკვირვებლების გამოგზავნით საქართველოში, იმისთვის, რომ ქართველი ხალხის ნება და თავისუფალი არჩევანი აისახოს საარჩევნო შედეგზე, მაგრამ მთავარი საქმე ჩვენი გასაკეთებელია - საქართველოს მოქალაქეების, რომლებმაც შეუპოვარი ერთიანობით უნდა შევცვალოთ ივანიშვილის პრორუსული, ანტიდასავლური ხელისუფლება და დავიბრუნოთ ევროატლანტიკური პერსპექტივა. ჩვენი ერთიანობით და თანმიმდევრულობით, მჯერა, 26 ოქტომბერს ქართველი ხალხის არჩევანი სწორედ ეს იქნება”მ - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს