„საქართველოს ბანკის“ საგანმანათლებლო პლატფორმას Ads მენეჯერის ბიზნესკურსი დაემატა

„საქართველოს ბანკი“ აგრძელებს ბიზნეს განათლებაზე ორიენტირებული ინიციატივების განხორციელებას. ამ მიზნით, ფინანსური ინსტიტუტის მიერ შექმნილ საგანმანათლებლო პლატფორმას, Businesscourse.ge, ახალი კურსი, Ads მენეჯერის გამოყენება დაემატა. კურსს „საქართველოს ბანკის“ ციფრული საბანკო ეკოსისტემის ხელმძღვანელი, გიორგი კინწურაშვილი უძღვება.

ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს ბანკი“ ავრცელებს.

მათი ცნობით, Ads მენეჯერი ციფრული პლატფორმაა, რომლის დახმარებით ბიზნესებს საკუთარი შეთავაზების განთავსება ისეთ ციფრულ არხებში შეუძლიათ, რომლებსაც 1 500 000-ზე მეტი აქტიური მომხმარებელი ყოველდღიურად იყენებს. ესენია „საქართველოს ბანკის“ მობილბანკი, sCoolApp და Offers.bog.ge.

აღნიშნული ბიზნესკურსი მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის შეიქმნა. კურსის დახმარებით გაიცნობთ Ads მენეჯერის თითოეულ ფუნქციონალს, გაიგებთ, თუ როგორ შექმნათ − ფასდაკლების, ქეშბექის ან PLUS ქულის სხვადასხვა შეთავაზება 1 500 000-ზე მეტი მომხმარებლისთვის სრულად ციფრულად და რა უნდა გაითვალისწინოთ მათი დაგეგმვისას.

„საქართველოს ბანკის Ads მენეჯერი ბიზნესებს ახალი მომხმარებლების შეძენაში, ბრენდის ცნობადობის ამაღლებასა და რელევანტურობის შენარჩუნებაში განსაკუთრებულ დახმარებას უწევს. Businesscourse.ge კი ბიზნესზე ორიენტირებული ქართულენოვანი საგანმანათლებლო ვებგვერდია, რომელიც მუდმივ რეჟიმში ახლდება და ყველაზე მოთხოვნადი საკითხების შესახებ კვალიფიციურ კურსებსა და მასტერკლასებს ერთიანებს. ორივე პლატფორმა გამოხატავს „საქართველოს ბანკის“ ძალისხმევას, შექმნას ახალი შესაძლებლობები ბიზნესისთვის და მიაწოდოს მათ განვითარებისთვის საჭირო ინფორმაცია. ჩვენ არ ვჩერდებით, ვაგრძელებთ უახლესი ტექნოლოგიების გამოყენებას და დანერგვას მცირე და საშუალო ბიზნესების გასაძლიერებლად“, - განაცხადა „საქართველოს ბანკის“ მცირე და საშუალო ბიზნესის დამატებითი ღირებულების სერვისების განვითარების დეპარტამენტის დირექტორმა, რუსუდან ბარათაშვილმა.

აღსანიშნავია, რომ პლატფორმაზე Businesscourse.ge უკვე ხელმისაწვდომია 50-მდე კურსი და მასტერკლასი ფინანსების მართვის, მარკეტინგის, გაყიდვების და სხვა მიმართულებებით. იპოვეთ თქვენს ინტერესებზე მორგებული კურსი ამ ბმულიდან.

ავთანდილ  წულაძე - ხელისუფლება ცდილობს, თავიდან აირიდოს კონფლიქტები იმ დიდ ქვეყნებთან, რომლებიც სამხრეთ კავკასიაში გავლენისთვის ერთმანეთს ეჯიბრებიან, თუმცა, მათ შორის ნეიტრალიტეტის შენარჩუნება პერსპექტივაში პრაქტიკულად შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა