საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში საგრანტო კონკურსების შესახებ მორიგი საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ტექნოლოგიებისა და საგრანტო პროექტების ოფისმა უნივერსიტეტის ფაკულტეტებისა და სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების მკვლევრებისთვის საგრანტო კონკურსების შესახებ მორიგი ღია საინფორმაციო შეხვედრა გამართა.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

სტუ-ის ცნობით, შეხვედრის ფარგლებში, მკვლევრები სხვადასხვა საგრანტო მიმართულების სიახლეებსა და შესაძლებლობებს გაეცნენ.

„საინფორმაციო შეხვედრაზე სტუ-ის ტექნოლოგიებისა და საგრანტო პროექტების ოფისის ხელმძღვანელი გიორგი მიქიაშვილი, ოფისის თანამშრომლებთან ერთად, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ფაკულტეტებისა და კვლევითი ინსტიტუტების მკვლევრებს დეტალურად ესაუბრა ჰორიზონტი ევროპის, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის, USAID-ის, ERASMUS+-ის, კონკურენტული ინოვაციის ფონდის (CIF) და სხვა საერთაშორისო ფონდებისა თუ დონორი ორგანიზაციების საგრანტო მიმართულებების, მიმდინარე და დაგეგმილი საგრანტო კონკურსების, კვლევითი პროექტების დაფინანსების პირობების, სქემებისა და ძირითადი მიმართულებების შესახებ, ასევე, ინფორმაცია მიაწოდა სიახლეების შესახებ.

როგორც გიორგი მიქიაშვილი აღნიშნავს, ტექნოლოგიებისა და საგრანტო პროექტების ოფისის ღია საინფორმაციო შეხვედრების მოქნილი ფორმატი უნივერსიტეტის მეცნიერებს ეხმარება კვლევების განვითარებაში, რაც როგორც დაფინანსების შესაძლებლობების მოპოვებას, ისე, უნივერსიტეტის მასშტაბით, საგრანტო წინადადებების შემუშავებას და უკვე დაფინანსებული პროექტების მართვის კოორდინირებას გულისხმობს.

შეხვედრაში მონაწილეობდა „ჰორიზონტის“ ევროპის საქართველოს ეროვნული ოფისის ხელმძღვანელის მოადგილე ლუკა ქემოკლიძე, რომელმაც უნივერსიტეტის მეცნიერებს კონსულტაცია გაუწია და მათ შეკითხვებს უპასუხა.

სტუ-ის ინფორმაციით, ტექნოლოგიებისა და საგრანტო პროექტების საუნივერსიტეტო ოფისი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური და სამეცნიერო პერსონალის, ასევე, სტუდენტების საგრანტო საქმიანობის კულტურის დანერგვა-პოპულარიზაციის, მასში თანამშრომელთა მაქსიმალური ჩართვის, კვლევითი პროგრამების ფართო სპექტრის განვითარებისა და განხორციელების მხარდამჭერის მიზნით, ღია საინფორმაციო შეხვედრებს რეგულარულად მართავს“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიციას აუცილებლად უნდა ჰყავდეს მკვეთრად გამოხატული ერთი ლიდერი და ეს ლიდერი პოლიტიკაში შედარებით ახალი ფიგურა უნდა იყოს - სუფთა ხელებით, შეულახავი რეპუტაციით
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
WhiteBIT საქართველომ, ეროვნული ბანკისგან ბროკერის ლიცენზია მოიპოვა
„მეტროპოლ ლისი“ - ცხოვრება, როგორც დასვენება და სახლი, რომელიც ბუნებასთან ახლოს ჩაიფიქრე
„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
„მაკდონალდს საქართველომ“ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
#აჩუქეწიგნი, ჩაერთე კამპანიაში და იპოვე შენთვის საყვარელი ადამიანის მიერ დაწერილი პერსონალური წერილი „ბიბლუსის“ მაღაზიებში