ელიზბარ რაქვიაშვილმა, რომელიც ტერორისტული აქტის მომზადების და სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად შეთქმულების ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში გამოიკითხა, სუს-ის შენობა დატოვა

არაფერი ხდება, ვიყავი პირად გასაუბრებაზე. დაგაკმაყოფილათ ჩემმა პასუხმა?! - ასე უპასუხა ელიზბარ რაქვიაშვილმა ჟურნალისტებს სუს-დან გამოსვლის შემდეგ, რომელიც უწყებაში

ტერორისტული აქტის მომზადების და სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად შეთქმულების ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში გამოკითხვაზე იმყოფებოდა.

თუმცა, ჟურნალისტის კითხვაზე, შეეხებოდა თუ არა გამოკითხვისას კითხვები ტერორიზმს, რაქვიაშვილმა ასე უპასუხა:”რა ტერორისტი, რა გინდათ?”

“რას გადამეკიდეთ, რა გინდათ, ვერ გავიგე. რა საქმეზე [მოვედი], მეგობარო?ვინ გითხრა, რაზე ვარ? არა, რა ტერორისტი, რა გინდა, რა შეკითხვებს

მისვამ? ვისთან, რაზე ვიყავი… არ ვყოფილვარ გამოძიებასთან დაკავშირებით. ჩემი საქმეა, რამდენი ხანი ვიმყოფებოდი”, - განაცხადა ელიზბარ რაქვიაშვილმა.

ასევე, ჟურნალისტის კითხვაზე, სუს-ში ჩვენება მისცა თუ აეა ბიძინა ივანიშვილის ლიკვიდაციის მომზადების საქმესთან დაკავშირებით, მან ასე უპასუხა:

“არაფერი არავისთვის არ მიმიცია. რა სახელმწიფო? პირად საქმეზე ვიყავი”, - განაცხადა ელიზბარ რაქვიაშვილმა.

ამასთან, მედიამ მას ჰკითხა, სუს-ში შესვლის დროს, რატომ უარყო, რომ ელიზბარ რაქვიაშვილია, რაზეც მან ასე უპასუხა:

“რატომ გგონიათ, რომ ელიზბარი ვარ? რომ გადაამოწმე [ვინაობა] მერე რაა? ერთი წუთით, დამიწყნარდი,მომისმინე”, - მიმართა მან ჟურნალისტებს.

აღსანიშნავია, რომ თავად სუს-ის ინფორმაციით, ელიზბარ რაქვიაშვილი უწყებაში მოწმის სტატუსით, სწორედ აღნიშნულ საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში გამოიკითხა.

ცნობისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური იძიებს უკრაინაში მყოფი, საქართველოს ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსნებისა და ძალოვანი უწყებების ყოფილი თანამშრომლების ორგანიზებით და დაფინანსებით, საქართველოში დანაშაულებრივი ქმედებების, მათ შორის, პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილისმკვლელობის მომზადების ფაქტებს.

"ხსენებული დანაშაულებრივი ქმედებების მიზანია, ქვეყანაში არეულობის მოწყობის და ხელისუფლების დასუსტების ფონზე, დესტრუქციული ძალების მიერ სახელმწიფო ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობა.

სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები, რომლის ფარგლებში ხდება კონკრეტულ პირთა საგამოძიებო ორგანოში დაბარება მათი მოწმის სახით გამოკითხვის მიზნით", - ნათქვამია სუს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
Jacobs-სა და Carte Noire-ის შეძენისას მომხმარებელს ავთენტურობის გადამოწმება ცხელ ხაზზე შეუძლია
ტერაბანკის მხარდაჭერით სენაკის ტექნოპარკში კიბერუსაფართხოების ჰაკათონი ჩატარდა
ახალი პროფესია სამხედრო მოსამსახურეების მეუღლეებისთვის - „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ ქალთა გაძლიერების ექვსთვიანი პროგრამა დანერგა
„გორგია“ 2025 წლის საუკეთესო დამსაქმებლის ტიტულით დაჯილდოვდა
„არქის" საახალწლო გრანდიოზული დღესასწაული  მხოლოდ არქელებისთვის გრანდ ავენიუზე
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან