ირაკლი ქადაგიშვილი - პრეზიდენტს შეეძლო კახა წიქარიშვილი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად კონკურსის გარეშე დაენიშნა - დაიწყო თეატრის გათამაშება, რამაც ორ ადამიანს შორის ინტერესთა კონფლიქტი გამოიწვია

პრეზიდენტს შეეძლო კახა წიქარიშვილი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად კონკურსის გარეშე დაენიშნა, რაზეც ვერავითარი სპეკულაცია ვერ შედგებოდა - დაიწყო თეატრის გათამაშება და ამ გათამაშებულმა თეატრმა ორ ადამიანს შორის ინტერესთა კონფლიქტი გამოიწვია , - ამის შესახებ ჟურნალისტებს უმრავლესობის დეპუტატმა ირაკლი ქადაგიშვილმა განუცხადა.

როგორც ქადაგიშვილმა ამ კონტექსტში აღნიშნა, არსებობს ექსკლუზიური უფლებები, რომლის გამოყენებაც დამატებითი მექანიზმების შემოტანასა და კონკურსის ჩატარებას არ საჭიროებს, მაგრამ ეს არასამთავრობო ორგანიზაციების მოთხოვნის გათვალისწინებით ხდება.

ქადაგიშვილის თქმით, მოცემულ შემთხვევაში სასამართლო პრეზიდენტის უფლებამოსილებას არ აუქმებს და წიქარიშვილის დანიშვნაზე მის მიერ გამოცემული აქტი მხოლოდ დავის დაწყების გამოა შეჩერებული.

"ატყდა აჟიოტაჟი - ადამიანებს ჰგონიათ, რომ რაღაცის გაპროტესტების უფლება მხოლოდ რადიკალურ ოპოზიციის მარგინალურ წრეს აქვს, ხოლო ჩვეულებრივ ადამიანს უფლება არა აქვს რაღაც გააპროტესტოს, რაზეც ის თვლის, რომ უკანონოა - ეხება ეს პრეზიდენტს, პარლამენტს, მთავრობას თუ ორ სუბიექტს შორის ურთიერთობას. ეს არის კლასიკური მაგალითი იმისა, როცა ადამიანი საკუთარი უფლებისთვის სასამართლოში იბრძვის.

არსებობს ექსკლუზიური უფლებები, რომლის გამოყენებაც დამატებითი მექანიზმების შემოტანას არ საჭიროებს. ჩვენს ქვეყანაში კი მოხდა ის, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და დონორების დაჟინებული მოთხოვნით ექსკლუზიურ უფლებებში კონკურსები შემოვიტანეთ - ეს არასწორია, რაც ამ კონკრეტული ფაქტით გამოჩნდა.

პრეზიდენტს შეეძლო კახა წიქარიშვილი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად კონკურსის ჩატარების გარეშე დაენიშნა, რაზეც ვერავითარი სპეკულაცია ვერ შედგებოდა იმის მიუხედავად, ვინმეს მოეწონებოდა წიქარიშვილი თუ არა. ეს პრეზიდენტის ექსკლუზიური გადაწყვეტილება იქნებოდა, რაც კანონით უზრუნველყოფილია.

აი, დაიწყო თეატრის გათამაშება და ამ გათამაშებულმა თეატრმა ორ ადამიანს შორის ინტერესთა კონფლიქტი გამოიწვია, რისი გარჩევაც ახლა სასამართლოში მიმდინარეობს", - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია