ბადრი ჯაფარიძე - ჩვენს კოალიციას გვაქვს შეხვედრა სალომე ზურაბიშვილთან, ვაპირებთ, გავაცნოთ გეგმები - პრეზიდენტს მნიშვნელოვან პარტნიორად მოვიაზრებთ

„ლელოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე, „ხალხისთვის“ ლიდერი ანა დოლიძე და „თავისუფლების მოედნის“ დამფუძნებელი ლევან ცუცქირიძე ორბელიანების სასახლეში პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ხვდებიან.

როგორც "ლელოს" ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებთან განაცხადა, ისინი აპირებენ, კოალიციის გეგმები პრეზიდენტს გააცნონ.

ჯაფარიძის თქმით, ახალი პოლიტიკური გაერთიანების წევრები პრეზიდენტ ზურაბიშვილს მნიშვნელოვან პარტნიორად მოიაზრებენ.

"ჩვენს კოალიციას გვაქვს შეხვედრა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან. ვაპირებთ, მას გავაცნოთ ის გეგმები და ნაბიჯები, რომელიც უნდა გადავდგათ. ჩვენ ვხედავთ, რომ პრეზიდენტი ყველაფერს აკეთებს მის კომპეტენციაში, მას შეუძლია, ხელი შეუწყოს ქვეყანას ევროინტეგრაციის გზაზე. ჩვენ მნიშვნელოვან პარტნიორად მოვიაზრებთ პრეზიდენტს ქვეყნის ევროპული მომავლისთვის ბრძოლაში, შესაბამისად, ეს შეხვედრაც ამიტომ არის დაგეგმილი", - განაცხადა "ლელოს" ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ.

"მოგეხსენებათ, რომ ჩვენ შევქმენით მძლავრი კოალიცია, რომელიც ემზადება, რომ გახდეს ქვეყნის მმართველი ძალა და დააბრუნოს ქვეყანა ნატოსა და ევროკავშირის გზაზე, შესაბამისად, დღეს მოვედით იმისთვის, რომ საქმის კურსში ჩავაყენოთ ჩვენს გეგმებთან დაკავშირებით, ვინაიდან, ევროკავშირის რეფორმის გზაზე პრეზიდენტი მიგვაჩნია ერთ-ერთ მთავარ მოკავშირედ", - აღნიშნა პარტია "ხალხისთვის" ლიდერმა ანა დოლიძემ.

"ჩვენ, როგორც ახალდაფუძნებული პოლიტიკური მოძრაობა, მხარს ვუჭერთ პრეზიდენტის ქარტიას. გვინდა გავუზიარო ჩვენი ხედვა იმაზე, თუ სად ვხედავთ ამ კოალიციის მნიშვნელოვან როლს. ჩვენი ღრმა რწმენით, ეს კოალიცია იქნება ცენტრალური აქტორი საქართველოს პოლიტიკურ სისტემაში", - განაცხადა "თავისუფლების მოედნის" წარმომადგენელმა ლევან ცუცქირიძემ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება