მამუკა ხაზარაძე - მე და ალეკომ ხელი ჩამოვართვით, როცა ქვეყანას სჭირდება, პირადი დამოკიდებულებები მეორეხარისხოვანია - რაც შეეხება მისი პარტიის შემოერთებას, ეს იქნება მსჯელობის საგანი და შეგატყობინებთ

მე და ალეკომ ჩამოვართვით ხელი - როცა ქვეყანას სჭირდება, პირადი დამოკიდებულებები მეორეხარისხოვანია, - ასე განმარტა „ლელოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ დაპირისპირებულ ოპოზიციონერ ალეკო ელისაშვილთან ხელის ჩამორთმევის ფაქტი, რომლის ამსახველი ფოტოც სოციალურ ქსელში განათავსა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ხაზარაძემ განუცხადა, ჯერჯერობით ელისაშვილის პარტია არ არის მის პლატფორმასთან გაერთიანებული.

მოხდება თუ არა გაერთიანება, ხაზარაძის თქმით, ეს ახლად შექმნილი კოალიციის მსჯელობის საგანია და უახლოეს მომავალში გადაწყდება.

„მე და ალეკომ გუშინ ჩამოვართვით ხელი. ძალიან კარგად მესმის ქვეყნის საჭიროება და არა ერთხელ მაქვს ნათქვამი, როცა ქვეყანას სჭირდება, ჩემი პირადი დამოკიდებულებები მეორეხარისხოვანია, შესაბამისად, გუშინ მოხდა ჩვენი ხელის ჩამორთმევა, როგორც ორი კაცი ართმევს ხელს და ქვეყანაზე ფიქრობს.

რაც შეეხება მისი პარტიის ჩვენთან შემოერთებას, ეს იქნება ჩვენი ახლად ჩამოყალიბებული პლატფორმის მსჯელობის საგანი და უახლოეს მომავალში შეგატყობინებთ. ბავშვობაში ჩხუბიც მომსვლია და მერე დავმეგობრებულვარ ამ ადამიანებთან, როცა უბნის ან ქალაქის საჭიროებები იყო. დღეს ჩვენ ქვეყნის წინა პლანზე ქვეყნის საჭიროებები გვაქვს“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

ავთანდილ  წულაძე - ხელისუფლება ცდილობს, თავიდან აირიდოს კონფლიქტები იმ დიდ ქვეყნებთან, რომლებიც სამხრეთ კავკასიაში გავლენისთვის ერთმანეთს ეჯიბრებიან, თუმცა, მათ შორის ნეიტრალიტეტის შენარჩუნება პერსპექტივაში პრაქტიკულად შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 20.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა