ჯო ბაიდენი - წინსვლის საუკეთესო გზა ჩირაღდნის ახალი თაობისთვის გადაცემაა, ეს ჩვენი ერის გაერთიანების საუკეთესო გზაა

წინსვლის საუკეთესო გზა ჩირაღდნის ახალი თაობისთვის გადაცემაა, ეს ჩვენი ერის გაერთიანების საუკეთესო გზაა, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა თეთრი სახლის ოვალური კაბინეტიდან გავრცელებული მიმართვისას განაცხადა.

„მჯერა, რომ ჩემი, როგორც პრეზიდენტის მიღწევები, მსოფლიოში ჩემი ლიდერობა, ამერიკის მომავლის შესახებ ჩემი ხედვა - ეს ყველაფერი მეორე ვადას იმსახურებდა. მაგრამ ჩვენი დემოკრატიის გადარჩენას წინ არაფერი არ უნდა აღუდგეს, მათ შორის, პირადი ამბიციები. ამიტომ, გადავწყვიტე, რომ წინსვლის საუკეთესო გზა ჩირაღდნის ახალი თაობისთვის გადაცემაა. ეს ჩვენი ერის გაერთიანების საუკეთესო გზაა“, - განაცხადა ჯო ბაიდენმა.

საპრეზიდენტო არჩევნებში კანდიდატურის მოხსნის შემდეგ გავრცელებულ პირველ საჯარო მიმართვაში აშშ-ის პრეზიდენტმა კამალა ჰარისი შეაქო და მას მადლობა გადაუხადა.

„ის ძლიერია, მას შეუძლია და ის ჩემთვის შესანიშნავი პარტნიორი და ჩვენი ქვეყნისთვის შესანიშნავი ლიდერია“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

გიორგი ბილანიშვილი - დღეს ოპოზიციის პოზიციები „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში კიდევ უფრო სუსტია, ვიდრე ის თუნდაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში