ირაკლი ჩიქოვანი - უნდათ, რომ იერიში მიიტანონ ბატონ ბიძინა ივანიშვილზე, რომელიც ჩვენი ქვეყნის სტაბილურობის გარანტია

სამწუხაროდ, წლებია ვხედავთ, რომ კონკრეტული ძალები, სხვადასხვა სუბიექტები ქვეყნის გარედან ცდილობენ ჩვენს ქვეყანაში არეულობის შემოტანას. თუმცა, ის ინფორმაცია, რომელსაც სუს-ი ავრცელებს, არის ძალიან მძიმე შემთხვევა, რომელიც მიმართულია იმისკენ, რომ ამ ქვეყანაში მშვიდობა და სტაბილურობა არ იყოს, - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა და ვიცე-პრემიერმა ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.

მისივე თქმით, დანაშაული, რომელიც ტერორიზმის მუხლსაც მოიცავს, ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ არის მიმართული.

„ეს ყველაფერი განპირობებულია იმით, რომ იერიში უნდათ მიიტანონ იმ ფაქტორზე, რომელიც ჩვენი ქვეყნის სტაბილურობის გარანტია და ეს არის „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბატონი ბიძინა ივანიშვილი. უნდა დაველოდოთ გამოძიებას. ახლა აქტიური ფაზაა გამოძიების და მოვლენებს ვერ გავუსწრებთ წინ, მაგრამ, როგორც ჩანს ეს მრავალსუბიექტიანი დანაშაულის მცდელობაა, რომელიც ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგაა მიმართული“, - განაცხადა ჩიქოვანმა გადაცემა „იმედი LIVE-ის“ ეთერში გააკეთა.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს