რატი ბრეგაძე ივანიშვილის მკვლელობის მომზადების მცდელობაზე - სუს-მა არაერთხელ აჩვენა, რომ არის მოწოდების სიმაღლეზე და საზოგადოებას მრავალი განსაცდელი და საფრთხე აარიდა თავიდან - ეს გამოძიებაც წარმატებით დასრულდება

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა არაერთხელ აჩვენა, რომ ის არის მოწოდების სიმაღლეზე და საზოგადოებას მრავალი განსაცდელი და საფრთხე აარიდა თავიდან. ბუნებრივია, ეს გამოძიებაც იქნება წარმატებით დასრულებული, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ტერორისტული აქტის მოწყობასთან დაკავშირებით სუს-ის მიერ გავრცელებულ განცხადებას გამოეხმაურა.

როგორც ბრეგაძემ აღნიშნა, გამოძიების მიმდინარეობასთან დაკავშირებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური საზოგადოებას იმგვარად მიაწვდის ინფორმაციას, რომ სახელმწიფო უსაფრთხოებას საფრთხე არ შეექმნას.

„ზოგადად, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა არაერთხელ აჩვენა, რომ ის არის მოწოდების სიმაღლეზე და საზოგადოებას მრავალი განსაცდელი და საფრთხე აარიდა თავიდან. მათ შორის, ეს საქმეც მიეკუთვნება იმ საქმეთა რიცხვს, რომელსაც იძიებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და ბუნებრივია, ეს გამოძიებაც იქნება წარმატებით დასრულებული. რაც შეეხება თქვენს კითხვას იმასთან დაკავშირებით თუ რატომ არ ხდება საზოგადოებისთვის ბევრი დეტალი ცნობილი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მუშაობას აქვს თავისი სპეციფიკა, ეს დაკავშირებულია სახელმწიფო საიდუმლოებასთან და დარწმუნებული ვარ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური საზოგადოებას იმგვარად მიაწვდის ინფორმაციას, რომ სახელმწიფო უსაფრთხოებას საფრთხე არ შეექმნას“, - განაცხადა რატი ბრეგაძემ.

ცნობისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური იძიებს უკრაინაში მყოფი, საქართველოს ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსნებისა და ძალოვანი უწყებების ყოფილი თანამშრომლების ორგანიზებით და დაფინანსებით, საქართველოში დანაშაულებრივი ქმედებების, მათ შორის, პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მომზადების ფაქტებს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ხსენებული დანაშაულებრივი ქმედებების მიზნად, ქვეყანაში არეულობის მოწყობის და ხელისუფლების დასუსტების ფონზე, დესტრუქციული ძალების მიერ სახელმწიფო ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობას ისახავს.

სუს-ში გამოძიება ტერორისტული აქტის მომზადების და სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად შეთქმულების ფაქტზე საქართველოს სსკ-ის 18-323-ე მუხლის პირველი ნაწილით და 315-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის