იაგო ხვიჩია - ხელისუფლებაც და ოპოზიციაც თვლის, რომ ქართველი ხალხი სულელური წარმონაქმნია და სისულელეებით უნდა კვებოს - ერთადერთი პარტია ვიქნებით, რომელიც არჩევნებზე უცნაური მინარევების და საარჩევნოდ მომზადებული სოუსების გარეშე იქნება წარმოდგენილი

ერთადერთი პარტია ვიქნებით, რომელიც ამ არჩევნებზე უცნაური მინარევების და საარჩევნოდ მომზადებული სოუსების გარეშე იქნება წარმოდგენილი - მე მჯერა, რომ ამას ქართველი ხალხი დაგვიფასებს, - ამის შესახებ "გირჩის" ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, როგორც ხელისუფლება, ისე ოპოზიცია ქართველ ხალხს არასწორად უყურებს და თვლიან, რომ ქართველი ხალხი, ზოგადად, სულელური წარმონაქმნია და ათასგვარი სისულელეებით უნდა კვებოს.

"ქართულ ოცნებას" ოპოზიცია კი არ უწევს კონკურენციას, "ქართულ ოცნებას" საკუთარი თავი უწევს კონკურენციას, იმიტომ, რომ საკუთარი თავის გამო კარგავს მხარდამჭერებს. შესაბამისად, ეს ხალხი სად და როგორ აღმოჩნდება, არავინ იცის. ქართველი ხალხია "ქართული ოცნების" პრობლემა და არა ქართველი პოლიტიკოსები. უბრალოდ, ქართველ ხალსა და პოლიტიკოსებს შორის ვერ მყარდება კომუნიკაცია. დამყარდება თუ არა ამ ფორმატით მე ვერ გეტყვით, იმიტომ რომ მგონია, ქართველ ხალხს არასწორად უყურებს როგორც ხელისუფლება, ისე ოპოზიცია. ორივე მათგანი თვლის, რომ ქართველი ხალხი, ზოგადად, სულელური წარმონაქმნია და ათასგვარი სისულელეებით უნდა კვებოს. ერთადერთი ვართ ჩვენ, რომლებიც ვცდილობთ, სიმართლე ვუთხრათ ქართველ ხალხს. დაგვიფასებენ თუ არა ამას, შემოდგომაზე ვნახავთ. ერთი მხარე მეორე მხარეს ეჯიბრება, ვინ უფრო დიდი სისულელე უნდა უთხრას ქართველ ხალხს და ამით ელოდებიან მხარდაჭერის მიღებას. მე განსხვავებული წარმოდგენა მაქვს ქართველ ხალხზე," - განაცხადა ხვიჩიამ.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე