სუს-ში დაწყებული გამოძიების ფარგლებში მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით ჩვენებას „ნაციონალური მოძრაობიდან“ ფოთის საკრებულოს წევრი ლაშა რუხაია აძლევს

თბილისის საქალაქო სასამართლოში სუს-ში დაწყებული გამოძიების ფარგლებში მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით ჩვენებას ფოთის საკრებულოს წევრი, ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის მოადგილე, ლაშა რუხაია აძლევს.

გამოკითხვაზე შესვლამდე რუხაიამ განაცხადა, რომ ის "ქართული ოცნების" მასკარადზეა მისული".

"ბიძინას ლიკვიდაციაო და ვის რა ჯანდაბად უნდოდა?!" - განაცხადა რუხაიამ.

ცნობისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური იძიებს უკრაინაში მყოფი, საქართველოს ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსნებისა და ძალოვანი უწყებების ყოფილი თანამშრომლების ორგანიზებით და დაფინანსებით, საქართველოში დანაშაულებრივი ქმედებების, მათ შორის, პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მომზადების ფაქტებს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ხსენებული დანაშაულებრივი ქმედებების მიზნად, ქვეყანაში არეულობის მოწყობის და ხელისუფლების დასუსტების ფონზე, დესტრუქციული ძალების მიერ სახელმწიფო ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობას ისახავს.

სუს-ში გამოძიება ტერორისტული აქტის მომზადების და სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად შეთქმულების ფაქტზე საქართველოს სსკ-ის 18-323-ე მუხლის პირველი ნაწილით და 315-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.

აღნიშნული გამოძიების ფარგლებში, აქტიური საგამოძიებო და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები, კონკრეტულ პირთა საგამოძიებო ორგანოში დაბარება და მათი მოწმის სახით გამოკითხვა მიმდინარეობს.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს