პაატა მანჯგალაძე - ის პროპაგანდა, თითქოს, ტრამპი მოვა და ყველაფერს დაალაგებს ბიძინა ივანიშვილი, ასე არ არის - ტრამპის მხარდამჭერები, რესპუბლიკელები, ყველაზე რადიკალურები არიან „ქართული ოცნების“ შეფასებებში

ის პროპაგანდა, თითქოს, ტრამპი მოვა და ყველაფერს დაალაგებს ბიძინა ივანიშვილი, ასე არ არის - ტრამპის მხარდამჭერები, რესპუბლიკელები, არიან ყველაზე რადიკალურები „ქართული ოცნების“ შეფასებებში. ამიტომ უნდა ვიცოდეთ, რომ ამერიკა არის ერთიანი, არ აქვს მნიშვნელობა ადმინისტრაციას,- ამის შესახებ „ერთიანობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა პაატა მანჯგალაძემ საქართველო -აშშ-ის ურთიერთობის შეფასებისას განაცხადა.

მისივე თქმით, ის ფაქტი, რომ ინტენსიურად ეწყობა განხილვები საქართველოსთან დაკავშირებით, მიუთითებს იმაზე, რომ ამერიკა საქართველოს ნამდვილი მეგობარია.

„ჩვენი ამერიკელი პარტნიორების ბოლოდროინდელმა განცხადებებმა, მათ შორის, განხილვებმა კონგრესში, აჩვენა, რომ ამერიკა ორპარტიულად ერთიანია საქართველოს ხელისუფლების მიმართ შეფასებებთან დაკავშირებით. ის, რომ „ფეიკ“ კამპანიას აწარმოებს „ქართული ოცნება“ და აშშ-ის მტრად აცხადებს, ეს არის ზუსტად საქართველოს ინტერესების მტრობა. შესაბამისად, ის პროპაგანდა, თითქოს, ტრამპი მოვა და ყველაფერს დაალაგებს ბიძინა ივანიშვილი, ასე არ არის - ტრამპის მხარდამჭერები, რესპუბლიკელები, არიან ყველაზე რადიკალურები „ქართული ოცნების“ შეფასებებში. ამიტომ უნდა ვიცოდეთ, რომ ამერიკა არის ერთიანი, არ აქვს მნიშვნელობა ადმინისტრაციას. ისინი მხარს უჭერენ არა რომელიმე მთავრობას, არამედ ქართველ ხალხს და „ქართული ოცნების“ პროპაგანდა, რა თქმა უნდა, ვერ გაჭრის.

ის, რომ განხილვები იყო კონგრესში, განხილვები იქნება სენატში, ყოველდღე სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი საუბრობს საქართველოზე, ნიშნავს, რომ საქართველო და ქართველი ხალხი ამერიკისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი. ისინი არიან საქართველოს ნამდვილი მეგობრები და ამ ურთიერთობას ეღობება „ქართული ოცნება“. თქვენ იცით, რომ მეგობარი აქტი არსებობს, რომელიც ხელისუფლების ცვლილების შემდეგ ამოქმედდება პირდაპირ, რაც მოგვცემს შესაძლებლობას, ვიაროთ უვიზოდ ამერიკაში, მივიღოთ მეტი ინვესტიცია ამერიკისგან და იყოს უფრო დაცული საქართველო. ამ ყველაფერს, ყველა სიკეთეს, ეღობება ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნება“, - განაცხადა მანჯგალაძემ.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს