მაია ბითაძე - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური არის მოწოდების სიმაღლეზე და ჩვენი ქვეყანა აღარ არის ისეთი სუსტი, როგორიც წლების წინ იყო

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური არის მოწოდების სიმაღლეზე და ჩვენი ქვეყანა აღარ არის ისეთი სუსტი, როგორიც წლების წინ იყო, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, მაია ბითაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რითაც სუს-ში დაწყებულ გამოძიებას გამოეხმაურა.

მისივე თქმით, „გამოძიების საბოლოო შედეგებს ძალიან მალე ვიხილავთ“.

„არ აქვს მნიშვნელობა რას ამბობს ჩვენი ე.წ. ოპოზიცია, რომელიც დღენიადაგ არის დაკავებული იმით რომ გამოიგონოს გარკვეული საკითხები იმისთვის, რომ ამ ქვეყანას მოუშალოს უსაფრთხოების ჩარჩოები. არ არის გასაკვირი, რომ ამ გეოპოლიტიკურ ვითარებაში, იმ მოცემულობაში, რაც მიმდინარეობს, ის საფრთხე, რაც პრევენციულად იქნა აღკვეთილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მხრიდან იყოს კიდევ ერთი ნათელი მაგალითი იმისა, თუ რა გამოწვევების წინაშე დგას ჩვენი სახელმწიფო. მიმდინარეობს გამოძიება და ჩვენ, ყველა ძალიან მალე ვიხილავთ გამოძიების საბოლოო შედეგებს. ერთი შეიძლება ითქვას, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი უსაფრთხოების სამსახური არის მოწოდების სიმაღლეზე და ჩვენი ქვეყანა აღარ არის ისეთი სუსტი, როგორიც იყო წლების წინ“, - განაცხადა ბითაძემ.

ცნობისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური იძიებს უკრაინაში მყოფი, საქართველოს ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსნებისა და ძალოვანი უწყებების ყოფილი თანამშრომლების ორგანიზებით და დაფინანსებით, საქართველოში დანაშაულებრივი ქმედებების, მათ შორის, პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მომზადების ფაქტებს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ხსენებული დანაშაულებრივი ქმედებების მიზნად, ქვეყანაში არეულობის მოწყობის და ხელისუფლების დასუსტების ფონზე, დესტრუქციული ძალების მიერ სახელმწიფო ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობას ისახავს.

სუს-ში გამოძიება ტერორისტული აქტის მომზადების და სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად შეთქმულების ფაქტზე საქართველოს სსკ-ის 18-323-ე მუხლის პირველი ნაწილით და 315-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.

აღნიშნული გამოძიების ფარგლებში, აქტიური საგამოძიებო და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები, კონკრეტულ პირთა საგამოძიებო ორგანოში დაბარება და მათი მოწმის სახით გამოკითხვა მიმდინარეობს.

ლევან ლორთქიფანიძე - დამოუკიდებლობის დღეს ვხვდებით შფოთით, ბრაზით, არასტაბილურობის შეგრძნებით და ბუნდოვანი მომავლით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
„ბრიტანულ ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები „საქართველოს კაპიტალის“ ლონდონის საფონდო ბირჟიდან გარიცხვას ითხოვენ
შპს „წინანდლის ვენახები“ განცხადებას ავრცელებს
მორიგი მნიშვნელოვანი პარტნიორობა უძრავი ქონების ბაზარზე
ისარგებლე „სილქნეტის“ 90-დღიანი პაკეტებით მთელი ზაფხული
გადაიხადეთ SOLO MASTERCARD ბარათით Dressup.ge-ზე და მიიღეთ 40%-იანი „ქეშბექი“
„ფავორიტი სტილის“ ახალი შენობა და ტექნოლოგიური განახლება - კომპანია ახალ ეტაპზე გადადის