მიხეილ ყაველაშვილი სუს-ში მიმდინარე გამოძიებაზე - საქილიკოა?! აუცილებლად უნდა შედგეს ვინმეს მკვლელობა და უნდა მოხდეს მსგავსი აქტი, რომ მერე ვიშვიში დაიწყოთ?! - სამარცხვინოა ეს საქციელი

საქილიკოა?! აუცილებლად უნდა შედგეს ვინმეს მკვლელობა და უნდა მოხდეს მსგავსი აქტი, რომ მერე ვიშვიში დაიწყოთ?! - სამარცხვინოა ეს საქციელი, - ამის შესახებ "ხალხის ძალის" დეპუტატმა, მიხეილ ყაველაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რითაც სუს-ში მიმდინარე გამოძიებას გამოეხმაურა.

სუს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმადაც, უკრაინაში მყოფი, საქართველოს ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსნებისა და ძალოვანი უწყებების ყოფილი თანამშრომლების ორგანიზებით და დაფინანსებით, საქართველოში დანაშაულებრივი ქმედებების, მათ შორის, პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მომზადება იგეგმებოდა, ყაველაშვილმა პარალელი ტრამპისა და ფიცოს მკვლელობის მცდელობის ფაქტებთან გაავლო და აღნიშნა, რომ ისინი სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩნენ.

ბიძინა ივანიშვილი საპატიო თავმჯდომარეა, ერთი გუნდი ვართ, მოვდივართ წლებია და ამ ადამიანს ვიცავთ ყველანაირად ამ „ფეიკებიდან“, თავდასხმებიდან, ხომ ხედავთ ახლა ტერორისტულ აქტზე და მკვლელობაზე არის საუბარი. ამაზე არ გაქვთ კითხვა და ხვალინდელი დღე როგორი იქნება, პრეზიდენტი იქნება თუ არა, ამაზე გაქვთ საუბარი. ამ აქტთან დაკავშირებით, სხვათა შორის, გაგცემთ პასუხს. მიდის ქილიკი თქვენი ტელევიზიებიდან და ზოგიერთი ექსპერტის მხრიდან. მით უმეტეს, იმ ფონზე, როცა ფიცო სიკვდილს გადარჩა. ტერორისტული აქტი ჩაიდინეს და ეს ადამიანი ღმერთმა გადაარჩინა. ანალოგიური შეტევა მოხდა ტრამპზე და იქაც დავინახეთ, ღმერთის ხელი ერია, რომ სასწაულებრივად გადარჩა პრეზიდენტობის კანდიდატი. ამ ორ მოვლენას შორის იყო, ევროკომისარმა გააფრთხილა ჩვენი ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, რომელმაც პირდაპირ მიუთითა, რომ თუ რაღაცები არ იქნება ისე, შეიძლება თქვენც ის ბედი გაიზიაროთ, რაც ფიცომ. და ამაზე ქილიკობთ. ქილიკობს ოპოზიცია, ქილიკობენ რადიკალური ოპოზიციის ექსპერტები და სამარცხვინოა ეს საქციელი. საქილიკოა?! აუცილებლად უნდა შედგეს ვინმე მკვლელობა და უნდა მოხდეს მსგავსი აქტი, რომ მერე ვიშვიში დაიწყოთ, რომ "ვაიმე ეს რა მოხდა?"," - განაცხადა ყაველაშვილმა.

ცნობისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური იძიებს უკრაინაში მყოფი, საქართველოს ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსნებისა და ძალოვანი უწყებების ყოფილი თანამშრომლების ორგანიზებით და დაფინანსებით, საქართველოში დანაშაულებრივი ქმედებების, მათ შორის, პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მომზადების ფაქტებს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ხსენებული დანაშაულებრივი ქმედებების მიზნად, ქვეყანაში არეულობის მოწყობის და ხელისუფლების დასუსტების ფონზე, დესტრუქციული ძალების მიერ სახელმწიფო ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობას ისახავს. სუს-ში გამოძიება ტერორისტული აქტის მომზადების და სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად შეთქმულების ფაქტზე საქართველოს სსკ-ის 18-323-ე მუხლის პირველი ნაწილით და 315-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება