პეტრ პაველი - რუსეთისა და ჩინეთის გარეშე სამშვიდობო მოლაპარაკებები შეუძლებელი იქნება

რუსეთისა და ჩინეთის გარეშე სამშვიდობო მოლაპარაკებები შეუძლებელი იქნება, - ამის შესახებ ჩეხეთის პრეზიდენტმა, პეტრ პაველმა განაცხადა.

პეტრ პაველის განცხადებით, მოლაპარაკებებს აზრი არ ექნება, თუ მოსკოვი გააგრძელებს ისე იმოქმედოს, როგორც ამას აქამდე აკეთებდა, კერძოდ, უკრაინის კაპიტულაციის პირობების წამოყენებით.

„თუმცა, მოლაპარაკებების მაგიდასთან რუსეთისა და ჩინეთის გარეშე, სამშვიდობო მოლაპარაკებები შეუძლებელი იქნება“, - განაცხადა ჩეხეთის პრეზიდენტმა.

ჩეხეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ რუსეთის ქცევის შეცვლა მასზე ჩინეთის რეალური ზეწოლის გარეშე შეუძლებელი იქნება.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია