აზერბაიჯანის თავდაცვის უწყება - სომხეთში აშშ-ის წვრთნები, საფრანგეთის მიერ ლეტალური იარაღის მიწოდება, ევროკავშირის სამხედრო დახმარების პირველი ფაზა  სომხეთს აქეზებს და კიდევ ერთი ომისთვის მზადებაზე მიანიშნებს

აზერბაიჯანი სომხეთს შეიარაღებულ პროვოკაციებში ადანაშაულებს. ამის შესახებ განცხადებას აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, სომხეთმა “პროვოკაციები ჩაიდინა” მძიმე იარაღის გამოყენებით ქალაქ ქალბაჯართან და ვერტმფრენების გამოყენებით ქალაქ თოუზის მიმართულებაზე.

“უნდა აღინიშნოს, რომ სომხეთის მიერ მსგავსი პროვოკაციები პირველად არ ხდება და სისტემური გახდა. შეერთებული შტატების მიერ სომხეთში გამართული წვრთნები, საფრანგეთის მიერ სომხეთისთვის ლეტალური იარაღის მიწოდება, ევროპული სამშვიდობო მექანიზმის საფარით ევროკავშირის მიერ ათი მილიონი ევროს ოდენობის სამხედრო დახმარების პირველი ფაზა ოკუპანტ ქვეყანას - სომხეთს - აქეზებს მსგავსი პროვოკაციების განხორციელებისთვისა და აზერბაიჯანის წინააღმდეგ კიდევ ერთი ომისთვის მზადებაზე მიანიშნებს”, - ნათქვამია აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

მათი თქმით, ბაქოს წინააღმდეგ “პროვოკაციული ქმედებები” თუ არ შეწყდება, აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალები თავდაცვისთვის “საჭირო საპასუხო ზომებს” გამოიყენებს.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს