შალვა პაპუაშვილი - როგორც კი ოპოზიცია მოვა ხელისუფლებაში, მეორე დღესვე, დააწესებენ სანქციებს, შემოიღებენ სავიზო რეჟიმს, აკრძალავენ ფრენებს და მესამე დღეს ჩვენ ვიქნებით ჩართული ომში - ეს არის ოპოზიციის წინასაარჩევნო დაპირება

უარეს მდგომარეობაში იქნებოდა საქართველო, ხელისუფლება რომ დაჰყოლოდა ოპოზიციის და არასამთავრობო ორგანიზაციის, უცხოელი აქტორის ზეწოლას და წასულიყო სანქციების, ესკალაციის, ომში შესვლის გზაზე- საქართველო ამ რეიტინგში იქნებოდა ნეგატიური რეკორდსმენი ეკონომიკური კოლაფსისა,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რითაც ის ფაქტი შეაფასა, რომ საერთაშორისო სააგენტო Fitch Ratings-მა უცხოურ ვალუტაში უკრაინის დეფოლტის გრძელვადიანი რეიტინგი დააქვეითა.

მისივე თქმით, ციფრებით არის დათვლილი, რა შედეგები ექნებოდა იმას, თუ საქართველოს ხელისუფლება „თავქარიან შემოთავაზებებს აჰყვებოდა, რომელიც 2022 წლის თებერვალ-მარტში უხვად იყო“.

„არათუ ამ, უარეს მდგომარეობაში იქნებოდა საქართველო, ხელისუფლება მაშინ რომ დაჰყოლოდა ოპოზიციის და არასამთავრობო ორგანიზაციის, უცხოელი აქტორის ზეწოლას და წასულიყო სანქციების, ესკალაციის, ომში შესვლის გზაზე. საქართველო ამ რეიტინგში იქნებოდა ნეგატიური რეკორდსმენი ეკონომიკური კოლაფსისა. ციფრებით არის დათვლილი, რა შედეგები ექნებოდა იმას, თუ საქართველოს ხელისუფლება თავქარიან შემოთავაზებებს აჰყვებოდა, რომელიც 2022 წლის თებერვალ-მარტში უხვად იყო შიდა თუ გარე აქტორების მხრიდან. ეს არის ცხადი ვიზუალიზაცია ამომრჩევლებისთვის, თუ რა გეგმა აქვს დასახული

ოპოზიციას ქვეყნისთვის. ჩვენ ხომ ეჭვი არ გვეპარება, რომ როგორც კი ოპოზიცია ხელისუფლებაში მოვა, მეორე დღესვე დააწესებენ სანქციებს, შემოიღებენ სავიზო რეჟიმს, აკრძალავენ პირდაპირ ფრენებს, უკრაინას მიაწვდიან შეიარაღებას, თუ შეუძლიათ და მოხალისეთა ორგანიზების ცენტრებს შექმნიან უკრაინაში გასაგზავნად. ეს ხომ მათი მოწოდებები იყო. ამას გააკეთებენ მეორე დღეს და მესამე დღეს ვიქნებით ომში ჩართული. ჩათვალონ, რომ ეს არის ოპოზიციის წინასაარჩევნო დაპირება, რომ საქართველო რეიტინგში აღმოჩნდეს ნეგატიური რეკორდსმენი”, -აღნიშნა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, საერთაშორისო სააგენტო Fitch Ratings-მა უცხოურ ვალუტაში უკრაინის დეფოლტის გრძელვადიანი რეიტინგი დააქვეითა.

შესაბამისი რეიტინგი სააგენტოს ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.

კერძოდ, Fitch Ratings-მა უცხოურ ვალუტაში უკრაინის დეფოლტის გრძელვადიანი რეიტინგი “C”-დან “CC”-მდე (შესაძლებლიდან გარდაუვალამდე) დააქვეითა.

სააგენტოს თანახმად, უკრაინის გრძელვადიანი რეიტინგის დაქვეითება Fitch-ის მოსაზრებას პრინციპული შეთანხმების შესახებ, რომელიც 22 ივლისს უკრაინის ხელისუფლებასა და ევროობლიგაციების ზოგიერთ მფლობელთან იქნა მიღწეული რესტრუქტურიზაციის პირობებზე.

Fitch-ი აღნიშნავს, რომ კრედიტორებთან შეთანხმება ითვალისწინებს ვადების არსებითად შემცირებას, მათ შორის ძირითადი თანხისა და პროცენტების შემცირებას, ასევე დაფარვის ვადების გახანგრძლივებას.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება