შალვა პაპუაშვილი - ხელის გულზე გიდევთ ყველანაირი მტკიცებულება, თუ როგორ წიხლით გვტენიდნენ ომში - არის ასეთი გამონათქვამი, „ადამიანს თუ არ უნდა რიყეზე ისე გავა, ქვას ვერ დაინახავს“ - თქვენ ახლა რიყეზე ხართ, გარშემო ქვებია და ვერ ხედავთ

ხელის გულზე გიდევთ ყველანაირი მტკიცებულება, თუ როგორ წიხლით გვტენიდნენ ომში - არის ასეთი გამონათქვამი, „ადამიანს თუ არ უნდა რიყეზე ისე გავა, ქვას ვერ დაინახავს“. თქვენ ახლა რიყეზე ხართ, გარშემო ქვებია მიმობნეული და ამ ქვებს ვერ ხედავთ, - ასე მიმართა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტს, რომელმაც კითხვა „გლობალური ომის პარტიაზე“ დაუსვა.

მისი თქმით, ყველა, ვინც საქართველოს მოუწოდებდა გაეგზავნა მოხალისეები უკრაინაში, მიეწოდებინა იარაღი უკრაინისთვის და დაეწესებინა სანქციები რუსეთისთვის, საქართველოს რუსეთთან რუსეთთან ომში ჩართვისკენ უბიძგებდა.

„ყველა, ვინც საქართველოსგან ითხოვდა მოხალისეების გაგზავნას, იარაღის მიწოდებას, სანქციის დაწესებას, ჩვენ გვიბიძგებდა ომისკენ. რაც შეეხება მტკიცებულებებს - არის ასეთი გამონათქვამი, „ადამიანს თუ არ უნდა რიყეზე ისე გავა, ქვას ვერ დაინახავს“. თქვენ ახლა რიყეზე ხართ, გარშემო ქვებია მიმობნეული და ამ ქვებს ვერ ხედავთ. ამას გეუბნებით, რომ დაინახეთ ქვები, ეს ქვები ძალიან კარგად ჩანს. თუ არ გინდათ დანახვა, ვერ დაინახავთ, თქვენი ამოცანა თუ ეს არის. პირდაპირ გეუბნებით, ყველა, ვინც საქართველოს მოუწოდებდა გაეგზავნა მოხალისეები უკრაინაში, მიეწოდებინა იარაღი უკრაინისთვის და დაეწესებინა სანქციები რუსეთისთვის, საქართველოს უბიძგებდა რუსეთთან ომში ჩართვისკენ. ამაზე მეტი ცხადად როგორ გითხრათ?!“ - განაცხადა პაპუაშვილმა.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს