შალვა პაპუაშვილი საზღვარგარეთ საარჩევნო უბნების გახსნაზე - ოპოზიციის ნება-სურვილით არ ხდება საარჩევნო უბნების გახსნა - ეს არის საბაბის წინასწარ დაბევება, შემდეგ რომ გაამართლონ არჩევნებზე წარუმატებლობა

ოპოზიციის ნება-სურვილით არ ხდება საარჩევნო უბნების გახსნა. ვფიქრობ, ეს არის საბაბის წინასწარ დაბევება, შემდეგ რომ გაამართლონ წარუმატებლობა არჩევნებზე, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

აღნიშნულით მან უპასუხა კითხვას, როგორ შეაფასებს გამოთქმულ ეჭვებს, რომ “მმართველ გუნდში ძლიერდება შიში ემიგრანტების მხარდაჭერის ნაკლებობის შესახებ და ცდილობენ არ გახსნან საზღვარგარეთ დამატებითი საარჩევნო უბნები”.

“თუ ეს ლოგიკა შიშთან დაკავშირებით სწორია, გამოდის, რომ ოპოზიციას აქვს შიში საქართველოში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების მიმართ?! რაც შეეხება უბნებს, ეს არ არის “ქართული ოცნების” პრეროგატივა, საარჩევნო

კომისიის საკითხია, სადაც ოპოზიციაც მონაწილეობს. ვისაც აქვს სურვილი, რომ

მონაწილეობა მიიღოს არჩევნებში, პროცედურების მიხედვით ხდება უბნების გახსნა როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ. ყოველ სოფელსა და უბანში არც საქართველოში იხსნება,

მიუხედავად იმისა, რომ ვიღას სურვილი ჰქონდეს თბილისის რომელიმე ქუჩაზე იყოს უბანი გახსნილი. ასე ოპოზიციის ნება-სურვილით არ ხდება საარჩევნო უბნების გახსნა, თავისი კანონმდებლობა აქვს. არჩევნები მნიშვნელოვანი პროცედურაა და რამდენიმე რადიკალი ოპოზიციონერის ნება-სურვილით, ვინც აქტიურობს, “ნაციონალურ მოძრაობას” ვგულისხმობ, ეს არ ხდება. არ ვიცი, რა გამოდის, მაშინ, მათ ეშინიათ საქართველოში მცხოვრები მოსახლეობის. მეორე: ვფიქრობ, ეს არის საბაბის წინასწარ დაბევება, შემდეგ რომ

გაამართლონ წარუმატებლობა არჩევნებზე”, - აღნიშნა პაპუაშვილმა.

ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
ზვიად კორძაძე იურიდიული ფირმების ასოციაციის თავმჯდომარედ აირჩიეს
„ბაკურიანი” გიორგი მიქაუტაძესთან ერთად, ახალ ლიმიტირებულ შეფუთვას წარმოგიდგენთ
ვეტცელი 1908 - ბაზისბანკი თანამედროვე სტუმარ-მასპინძლობის გასტრონომიური სახლის მხარდამჭერია