მიმდინარე წლის 6 თვეში, ღვინის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებითა და ფინანსური მხარდაჭერით, ქართული ღვინო საქართველოსა და მსოფლიოს 12 ქვეყანაში სხვადასხვა ღონისძიებაზე იყო წარმოდგენილი

მიმდინარე წლის 6 თვის განმავლობაში, ღვინის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებითა და ფინანსური მხარდაჭერით, ქართული ღვინო საქართველოსა და მსოფლიოს 12 ქვეყანაში (აშშ, პორტუგალია, ნორვეგია, იტალია, ნიდერლანდები, იაპონია, პოლონეთი, გერმანია, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, ბელგია, ჩინეთი) სხვადასხვა ღონისძიებაზე იყო წარმოდგენილი.

როგორც ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ქართული ღვინო, მათ შორის, ასევე, წარმოდგენილი იყო 57 დეგუსტაციაზე, ერთ საერთაშორისო კონკურსზე, 17 გამოფენასა და 9 ფესტივალზე.

„საერთაშორისო მარკეტინგული კამპანიების პარალელურად, ღვინის ეროვნული სააგენტო ახორციელებს სახელმწიფო პროგრამას „ადგილობრივ ბაზარზე ქართული ღვინო პროდუქციის პოპულარიზაციის ხელშეწყობა“, რომელიც ითვალისწინებს საქართველოს მასშტაბით დაგეგმილი ქართული ღვინის ფესტივალების, თემატური გამოფენების, კონკურსების, საგანმანათლებლო საქმიანობასთან დაკავშირებული ღონისძიებების დაფინანსებას. პროგრამის მიზანია, ადგილობრივ ბაზარზე ღვინო პროდუქციის პოპულარიზაციის ღონისძიებების სახელმწიფოს მხრიდან ფინანსური მხარდაჭერის მექანიზმი იყოს უფრო მოქნილი და გამჭვირვალე. პროგრამის ფარგლებში, 2024 წლის განმავლობაში, ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით 22 ღონისძიება გაიმართება. მიმდინარე წლის 6 თვეში, სახელმწიფოს დაფინანსებით, უკვე გაიმართა სხვადასხვა სახის 6 ღონისძიება.

ქართული ღვინის პოპულარიზაციის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის ბიუჯეტი 2024 წელს 16 მილიონი ლარით განისაზღვრა, რაც 2 მილიონი ლარით აღემატება 2023 წლის ბიუჯეტს.

უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს მასშტაბით ღვინის გამოფენების, კონკურსების, ტურებისა და ფესტივალების ჩატარება მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ღვინის ტურიზმის განვითარებას და ადგილობრივ მოსახლეობაში ბოთლის ღვინის მოხმარების კულტურის ზრდას.

ქართული ღვინის პრიორიტეტულ ბაზრებად რჩება აშშ, დიდი ბრიტანეთი, გერმანია, პოლონეთი, ბალტიისპირეთის ქვეყნები, ჩინეთი, სამხრეთ კორეა და იაპონია. აღნიშნულ ბაზრებზე, ქართული ღვინის პოპულარიზაციისა და ექსპორტის გაზრდის ხელშეწყობის მიზნით, ღვინის ეროვნული სააგენტო, კონტრაქტორ მარკეტინგულ კომპანიებთან ერთად, სხვადასხვა ღონისძიებას ახორციელებს. ამასთანავე, ქართული ღვინო წარმოდგენილია ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების ყველა მნიშვნელოვან საერთაშორისო გამოფენასა და ფესტივალზე როგორც ამერიკის, ისე ევროპისა და აზიის ქვეყნებში“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს