ლევან დავითაშვილმა საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს 105 წლის იუბილე მიულოცა

საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, სტატისტიკის ეროვნული სამსახურს დაარსებიდან 105 წლის იუბილე მიულოცა.

ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, საზეიმო ღონისძიებაზე, რომელიც საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით გაიმართა, ლევან დავითაშვილი მისასალმებელი სიტყვით გამოვიდა, სადაც „საქსტატის“საქმიანობის მნიშვნელობასა და ეკონომიკური პოლიტიკის შემუშავების პროცესში მის განსაკუთრებულ როლზე ისაუბრა. ეკონომიკის მინისტრმა სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ხელმძღვანელობას და თანამშრომლებს პროფესიონალიზმისა და წარმატებული საქმიანობისთვის განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა.

„საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ქვეყნის ის უმნიშვნელოვანესი, დამოუკიდებელი ინსტიტუციაა, რომელიც უდიდეს როლს თამაშობს სხვადასხვა მიმართულებით ქვეყნის პოლიტიკის დაგეგმვისთვის საჭირო ინფორმაციით უზრუნველყოფის თვალსაზრისით. უნდა აღინიშნოს, რომ ზოგადად, სანდო და კომპეტენტური სტატისტიკის სამსახური, ქვეყნის ინსტიტუციური განვითარების და მტკიცებულებებზე დაფუძნებული პოლიტიკის განხორციელების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს კომპონენტს წარმოადგენს. ამ მხრივ ჩვენი ქვეყნის სტატისტიკის ეროვნული სამსახური და მთლიანობაში სტატისტიკის სისტემა კი ერთ-ერთი მოწინავე და წარმატებულია ბევრი სხვადასხვა კრიტერიუმით“, - აღნიშნა მინისტრმა.

ლევან დავითაშვილის შეფასებით, ბოლო პერიოდში „საქსტატმა“ უდიდეს პროგრესს მიაღწია სტატისტიკური წყაროების გაფართოების, მეთოდოლოგიების სრულყოფა/დახვეწის, ევროკავშირის სტანდარტებთან ჰარმონიზაციის, ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის გაზრდის, ახალი პროდუქტების შექმნის, ახალი სერვისების ამოქმედებისა თუ საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერების მიმართულებით. მისი თქმით, აღნიშნული პროგრესი, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის სანდოობა და მაღალი კომპეტენცია აღიარებულია სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ, მათ შორის, საერთაშორისო სავალუტო ფონდის, მსოფლიო ბანკის, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის, გაეროს, FAO-ს, UNICEF-ის, ასევე ევროკავშირისა და სხვა ქვეყნების სტატისტიკის მწარმოებელი ორგანოების მიერ.

„დარწმუნებული ვარ, სტატისტიკის ეროვნული სისტემის განვითარების მიმართულებით ვიხილავთ კიდევ უფრო დიდ პროგრესს, რაც, საბოლოო ჯამში, ეფექტიანი და მტკიცებულებებზე დაფუძნებული პოლიტიკის მნიშვნელოვანი ფუნდამენტია“, - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა.

ანდრო  გოცირიძე - დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ნებსით თუ უნებლიედ, რუსეთს ან არ აღიქვამს საფრთხედ, ან ამ საფრთხის შემცირების მეტად თავისებური გეგმა აქვს, რაც, სამწუხაროდ, ჩემი აზრით, რუსეთის წისქვილზე უფრო ასხამს წყალს
ანა ნაჭყებია - საქართველოს საპენსიო ფონდის აქტივებმა 10 მლრდ ლარს გადააჭარბა
ქართული პრესის მიმოხილვა 14.09.2026
JAMBO-ს ახლად მოხალული ყავა უკვე ხელმისაწვდომია
წინანდლის მამულში თეოლოგ გიორგი გვასალიას საჯარო ლექცია გაიმართა
Wendy’s-ის დოლიძის რესტორანში VR Arena-ს ვირტუალური თამაშების სივრცე გაიხსნა
BYD ოფიციალურად საქართველოს ბაზარზეა - „ჯითი გრუპმა“ თბილისში პირველი შოურუმი გახსნა
შპს „თბილისი მოლი“ განცხადებას ავრცელებს
Defending the Legacy: „დეფენდერი“ ყაზბეგის განძის კვალდაკვალ
მოემზადე ახალი სასაწავლო წლისთვის და ჩაერთე „სილქნეტის“ შეთავაზებაში
AD Black Sea 2026-ის გრან პრის მფლობელი კვლავ PSP გახდა
15 წელი ბიზნესთან ერთად: როგორ იქცა FINA ქართული ბიზნესის ყოველდღიურობად