ტერორისტული აქტის მომზადებისა და სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად შეთქმულების საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, სუს-ში გამოკითხვები გრძელდება

ტერორისტული აქტის მომზადებისა და სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად შეთქმულების საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, კონკრეტულ პირთა გამოკითხვები გრძელდება.

ამჯერად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოსაკითხად კიდევ ერთი პირი, მაგომედ იჟიევი მივიდა. ის საქმეზე მოწმის სახით დაიკითხება.

სუს-ში შესვლის დროს მან მედიის შეკითხვებს უპასუხა, მათ შორის იმას, თუ რას საქმიანობს:

“[სუს-ში დაბარების მიზეზს] რომ შემეკითხებიან, მაშინ გავიგებ. საქართველოში ვცხოვრობ. ბიზნესმენი არ ვარ, საქართველოს ჩვეულებრივი მოქალაქე ვარ”, -განაცხადა მაგომედ იჟიევმა.

ჟურნალისტის კითხვაზე, აქვს თუ არა უკრაინაში მყოფ ყოფილ მაღალჩინოსნებთან რაიმე ტიპის კავშირი, მითუმეტეს მეგობრული, იჟიევმა არ უპასუხა.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე გამოძიების ფარგლებში გამოძიებას ჩვენება უკვე ათამდე პირმა მისცა.

ცნობისთვის, სუს-ის ინფორმაციით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური იძიებს უკრაინაში მყოფი, საქართველოს ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსნებისა და ძალოვანი უწყებების ყოფილი თანამშრომლების ორგანიზებით და დაფინანსებით, საქართველოში დანაშაულებრივი ქმედებების, მათ შორის, პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მომზადების ფაქტებს.

"ხსენებული დანაშაულებრივი ქმედებების მიზანია, ქვეყანაში არეულობის მოწყობის და ხელისუფლების დასუსტების ფონზე, დესტრუქციული ძალების მიერ სახელმწიფო ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობა.

სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები, რომლის ფარგლებში ხდება კონკრეტულ პირთა საგამოძიებო ორგანოში დაბარება მათი მოწმის სახით გამოკითხვის მიზნით", - ნათქვამია სუს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება