გორში, ორი კვირის წინ გაუჩინარებული ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი მაშველებმა მდინარე მტკვარში იპოვეს

გორის მუნიციპალიტეტში ორი კვირის წინ დაკარგული ახალგაზრდის ცხედარი მაშველებმა მდინარე მტკვარში იპოვეს.

33 წლის გიორგი ჯანეზაშვილი სოფელ ქვახვრელის მიმდებარედ, მდინარესთან 13 ივლისს გაუჩინარდა. თანასოფლელები და ახლობლები ვარაუდობდნენ, რომ ჯანეზაშვილი მდინარეში შესვლისას დაიხრჩო.

ახალგაზრდა მამაკაცის გაუჩინარებიდან თითქმის ორი კვირის განმავლობაში, ძებნა-შველის ოპერაცია მიმდინარეობდა.

როგორც ,,ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებოს სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, სახანძრო-სამაშველო ძალების თანამშრომლები, ყველა საჭირო ტექნიკისა და აღჭურვილობის გამოყენებით, ინტენსიურ რეჟიმში ატარებდნენ ძებნა-შველის ოპერაციას, რაც, თავის მხრივ, როგორც მდინარის ზედაპირისა და ფსკერის, ასევე სანაპირო ზოლის პერიმეტრის მონიტორინგს მოიცავდა.

მაშველებმა ცხედარი კასპის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, სოფელ მეტეხის სიახლოვეს, მდინარეში იპოვეს.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს